საქართველო
მიხეილ სააკაშვილი მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
2012, 25 ოქტომბერი, 22:49
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მუსლიმურ სამყაროს ყურბან ბაირამის დღესასწაული საკუთარი "ფეისბუქის" გვერდის მეშვეობით მიულოცა.
მიხეილ სააკაშვილი:
"ძვირფასო თანამემამულენო,
დღეს მუსლიმური სამყარო ყურბან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული.
ჩვენი ქვეყნის ერთიანობა ეფუძნება იმას, რომ საქართველოს კეთილდღეობა თანაბრად ეკუთვნოდეს მისი ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა აღმსარებლობის მოქალაქეს. საქართველოს მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი და ძვირფასი ნაწილია. ვუერთდები თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ დღესასწაულის მოლოცვებს და წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს."