საზოგადოება
"არის, ასრულდა ოცნება.........." - რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე
9 იანვარი, 20:11
!["არის, ასრულდა ოცნება.........." - რა
ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202501/2025010920072486669.jpg)
ჟურნალისტი, ელისო კილაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"არის, ასრულდა ოცნება
მამუკამ გვამცნო, რომ 12 წლის თავზე პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის გასამართლებისთვის საგამოძიებო კომისია შეიქმნება![‼️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t77/1/16/203c.png)
მქუხარე, ხანგრძლივი ტაში, გადაიზარდა აპლოდისმენტებში( ყველანი ფეხზე დგებიან)
P.s.ის დროა ხარება მდინარაძეს მიადგეს(ეგ იყო თუ იყო ნაცების დროს მთავარი დამსჯელი)"- ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.
"საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია-საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით, " - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.