მუსიკა "დღეიდან ეს მანქანა შენ გეკუთვნის“-არაჩვეულებრივი ისტორია ელვის პრესლიზე 8 იანვარი, 17:21
დღეს, 8 იანვარს, ამერიკის კუმირს და ხატებას, ელვის პრესლის დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა."როკ ნ როლის" მეფე და ამერიკის ისტორიაში ყველაზე პოპულარული მომღერალი, რომლის გაყიდული ჩანაწერები 500 000 -ს აღწევს;ამ მხრივ ელვისი მსოფლიოში მხოლოდ "ბიტლზს" ჩამორჩება.
დღეს ელვისის პრესლის შემოქმედებაზე არ გვექნება საუბარი, არამედ მის ერთ-ერთ ღირსებაზე, პიროვნულ გულუხვობაზე.საყოველთაოდ ცნობილია, რომ არა მარტო მშობლებს და ნათესავებს უყიდა ბინები და სხვა რამ, არამედ ბავშვობის მეგობრებსაც კი საჩუქრად ავტომობილები დაუყენა. ამ კუთხით ელვისზე კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ისტორიას შემოგთავაზებთ: ერთხელ ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა ლარი კინგმა თავის შოუში ამბავი მოყვა, რომელიც ელვისის მენეჯერმა, პოლკოვნიკმა პარკერმა უამბო. მაიამის ბიჩზე მუშაობის დროს, ლიმუზინის მძღოლმა ელვისი ვერტმფრენით ჩამოფრენისთანავე მოედნიდან წაიყვანა კონფერენც- ცენტრში, სადაც ელვისს კონცერტი უნდა ჩაეტარებინა. შოუს დასრულების შემდეგ მან ელვისი ისევ ვერტფრენამდე მიიყვანა. მგზავრობის დროს, რომელიც სულ 10 კვარტალს მოიცავდა ელვისმა ჰკითხა მძღოლს, ლიმუზინი მას ეკუთვნოდა თუ კომპანიას. მძღოლმა უპასუხა: "არა, სერ ავტომობილი კომპანიისა, მე მხოლოდ დაქირავებული თანამშრომელი ვარ". ელვისმა უთხრა :"დღეიდან ეს მანქანა შენ გეკუთვნის“ და მძღოლს ის ლიმუზინი აჩუქა. ცნობისთვის ელვისი ეხმარებოდა ბავშვებს.მან იყიდა USS Potomac(გემი ფოტოზე) და საჩუქრად გადასცა მემფისის წმინდა იუდას ბავშვთა საავადმყოფოს, რათა გაეყიდათ სახსრების მოსაზიდად. კარიერის დასაწყისში მან სათამაშოები გადასცა საზღვაო ქვეითთა კორპუსის ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციებს და ჰუმსის საშუალო სკოლას, რათა 1400-ვე მოსწავლეს შეძლებოდა ყოველწლიურ E. H. Crump Memorial Football Game-ზე დასწრება. 95 2-ს მოსწონს
|