x
მეტი
  • 09.01.2025
  • სტატია:139272
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512669
აკვიატებული ცალმხრივი სიყვარული ანუ რა არის "ადელის სინდრომი"?
image

ადელ ჰიუგოს სინდრომი, ან ადელის სინდრომი (ფრ.syndrome d’Adèle) არის ხანგრძლივი აკვიატებული სიყვარული, ფსიქიკური აშლილობა, რომელიც მოიცავს ცალმხრივ სიყვარულზე დამოკიდებულებას, სიმძიმით ნარკომანიის მსგავსი.



ადელის სინდრომი არის სიყვარულის ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი აკვიატება, მტკივნეული გატაცება, რომელიც უპასუხოდ რჩება.


ამ სინდრომს სახელი ეწოდა ადელ ჰიუგოს, ცნობილი ფრანგი მწერლის, ვიქტორ ჰიუგოს ქალიშვილის მიხედვით (მთავარ ფოტოზე)რომელიც სიკვდილამდე განიცდიდა უპასუხო გრძნობებს ინგლისელი ოფიცრის, ალბერტ პინსონის მიმართ.



ადელის სინდრომის პირველი დაფიქსირებული შემთხვევა იყო ადელ ჰიუგო. პათოლოგიის კლინიკური ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც ის შეხვდა ოფიცერს, ალბერტ პინსონს, რომელიც გოგონას შეუყვარდა. შემდგომში, ეს სიყვარული გადაიზარდა ავადმყოფურ დამოკიდებულებაში და აკვიატებაში.


ადელ ჰიუგო დასდევდა პინსონს, ყველას უამბობდა მათი ნიშნობისა და ქორწილის შესახებ, ერეოდა მის პირად ცხოვრებაში, ჩაშალა მისი ქორწილი. შედეგად, ალბერტ პინსონი ყველა მხრივ არიდებდა ქალს თავს, მაგრამ ამანაც არ უშველა. იგი თავს პინსონის ცოლად თვლიდა, სრულიად სჯეროდა საკუთარი ილუზიების, საბოლოოდ ადელ ჰიუგო თანდათანობით შეიშალა.


ვიქტორ ჰიუგო მიხვდა, რომ მისი ქალიშვილი უკიდურესად არაადეკვატური ხდებოდა, მოათავსა იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში. ადელი სიკვდილამდე დარჩა იქ, მისი განკურნება შეუძლებელი იყო, დაავადება პროგრესირებდა. საბოლოოდ, ადელმა მთლიანად დაკარგა იდენტობა, ჩაიციკლა ობიექტზე. ის ყოველდღე იხსენებდა საყვარელ პინსონს და რეგულარულად უგზავნიდა მას წერილებს. სიკვდილის წინ, ადელი ბოდავდა და მის სახელს გამუდმებით იმეორებდა.


ეს ამბავი სწრაფად გახდა ცნობილი იმის გამო, რომ ეს ეხებოდა ცნობილი მწერლის ქალიშვილს და დაადგინდა პათოლოგიის სახელიც - "ადელ ჰიუგოს სინდრომი". შემდგომში, პათოლოგიის სახელწოდება შეამოკლეს და ახლა ცნობილია„ადელის სინდრომით“


ადელის სინდრომი ოფიციალურად არ შედის ფსიქიატრიული დაავადებების საერთაშორისო სიაში. ფსიქიატრები განასხვავებენ მას, როგორც ეროტომანიის უკიდურეს და უფრო მძიმე ხარისხს.


ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ გამოავლინა მთელი რიგი წინაპირობები, რომლებიც იწვევს ადელის სინდრომის განვითარებას. ითვლება, რომ ასეთი წინაპირობები ბავშვობაში დგება. პათოლოგიის განვითარების ხუთი ძირითადი მიზეზი არსებობს:


***ადელის სინდრომი ვითარდება ადამიანებში, რომლებსაც ბავშვობაში მშობლები საკმარის ყურადღებას არ აქცევდნენ. ხშირად ეს არის პასუხი მკაცრი და თავშეკავებული დედის ქცევაზე.



***მემკვიდრეობითი ფსიქიკური დაავადებისადმი მიდრეკილება.



***არასრულფასოვნების მაღალი ხარისხი, რაც იწვევს იმას, რომ ადამიანი იკეტება საკუთარ წარმოსახვით სამყაროში.


***ინტროვერსია და სოციალური ფობია შეიძლება გახდეს ადელის სინდრომის განვითარების საფუძველი.


***ასევე, ადამიანები, რომლებმაც განიცადეს საყვარელი ადამიანის ტრაგიკულად დაკარგვა, ეძებენ გარეგნულად მსგავს ადამიანს და იწყებენ მის დევნას, რათა გარდაცვლილთან ურთიერთობა ამ ადამიანზე გადაიტანონ და აღადგინონ ურთიერთობა, თუნდაც ეს არაპერსპექტიული იყოს.

0
167
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0