x
მეტი
  • 09.01.2025
  • სტატია:139272
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512669
განსაცვიფრებელი და ულამაზესი ადგილები მთელი მსოფლიოდან
image

ჩვენი პლანეტა სავსეა საოცარი ადგილებითა და განსაცვიფრებელი პეიზაჟებით, რომელიც გაოცებისგან სუნთქვას შეგიკრავთ.

ამ პოსტში გიწვევთ ვირტუალურ მოგზაურობაში, რათა აღმოაჩინოთ დედამიწის უნიკალური ადგილები და უჩვეულო მოვლენები სახლიდან გაუსვლელად.

ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღესაც გადაწყვიტოთ მათი საკუთარი თვალით მონახულება.






ხეების გაშენების იაპონური ტექნიკა "დაისუგი"წარმოიშვა მე-14 საუკუნეში. 700 წლის განმავლობაში ხეების მოჭრის გარეშე მორების და შეშის მოპოვება იყო შესაძლებელი. ხეებს ბონსაივით ჭრიან და შეშა გამოდის გლუვი, თანაბარი და კოჟრების გარეშე. იდეალურია მშენებლობისთვის.


image

დუვრის თეთრი კლდეები, სამხრეთ ინგლისი. კლდის პირი აღწევს 107 მეტრს და აქვს გასაოცარი გარეგნობა იმის გამო, რომ მის შემადგენლობაში შედის ცარცი, ზოლებად დაყვება შავი კაჟი. კლდეები გადაჭიმულია კენტის საგრაფოს ქალაქ დუვრიდან დასავლეთით და აღმოსავლეთით.

image

ბიბლიოთეკა აღმოაჩინეს ტიბეტში, საკიას მონასტერში, უზარმაზარი კედლის მიღმა, 60 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრის სიმაღლის. იგი შეიცავს 84000 საიდუმლო ხელნაწერს, რომლებიც მოიცავს კაცობრიობის 1000 წლიან ისტორიას.

image


ხახოე -სოფელი სამხრეთ კორეაში არის ტრადიციული კორეული სოფელი, რომელიც თარიღდება ჩოსონის დინასტიის დროიდან. სოფელი კორეული კულტურის მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის ინახავს ჩოსონის დინასტიის სახლების არქიტექტურას, ლეგენდებს, იმდროინდელ ხალხურ წეს-ჩვეულებებს, წიგნებსა და კლანის სოფლების ტრადიციებს. 2010 წელს სოფელი ხახოე, კორეის სხვა სოფელ იანდონგთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.

image


აღმოსავლეთ საქართველოში, დაბა ფასანაურთან არის ორი მდინარის შესართავი: თეთრი და შავი არაგვი. თუმცა, მათი წყლები არასოდეს ერევა. შესართავის საზღვარი აშკარად ჩანს, ვინაიდან მდინარეებს აქვთ სხვადასხვა რაოდენობის მინერალები.ასევე თეთრ და შავ არაგვს განსხვავებული ტემპერატურა და სიმკვრივე აქვს, რის გამოც წარმოიქმნება ზედაპირული კონფლიქტი, რაც ხელს უშლის ორი წყლის შერევას.

image


გიგანტური ტყე სეკვოიას ეროვნული პარკში, ტულარის ოლქი, კალიფორნია, აშშ. ამ ხეს უწოდებენ "გენერალ შერმანს" და ვარაუდობენ, რომ მისი ასაკი 2300-დან 2700 წლამდეა.

image



ყველაზე მაღალი გადახურული ჩანჩქერი, რომელიც გარშემორტყმულია ტერასებით ხელოვნური ტყეებით, ჩანგის აეროპორტში, სინგაპური.

image


კოლორიტული სოფელი კასტელმეზანო, იტალია.

image


ეს არის 200 წლის წინანდელი ხის ხიდი დაღესტანში, აშენებული (ლითონის) ლურსმნის გარეშე. ხიდი მდებარეობს დაღესტნის ტაბასარანის რაიონის სოფელ გულთან. ცნობილია, რომ ხიდი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა - თაბასარანელებმა ააშენეს, რომლებსაც ხელთ მხოლოდ ხე და ქვა ჰქონდათ. ხიდის სიმაღლე 10 მეტრია.

image



მარკო პოლოს ყვავილების პარკი (ჩინეთი). იანჯოუში არის პარკი ფერადოვანი აბსტრაქტული ყვავილებით გაწყობილი. მარკო პოლოს სახელი იმიტომ ჰქვია, რომ მე-13 საუკუნეში ჩინეთში მოგზაურობისას სამი წელი გაატარა აქ და ზოგიერთი ვერსიით, ქალაქის გამგებელიც კი იყო.

image



ბამბუკის ტყე საგანოში. კიოტოს გარეუბანში, საგანოს ბამბუკის ტყე რვა საუკუნეზე მეტია იზიდავს ტურისტებს. აქ იზრდება იაპონური ბამბუკი "ნადაკე", რომელსაც შეუძლია გაიზარდოს 120 სმ დღეში და 15-ჯერ აღემატებოდეს ადამიანის სიმაღლეს. ქარში რხევისას მისი ღეროები წარმოქმნიან მელოდიურ ხმებს, რომლებიც იაპონიის მთავრობამ შეიტანა შენარჩუნებულ 100 ბგერათა სიაში.

image


კაილასას ტაძარი ელორას გამოქვაბულებში, მაჰარაშტრა, ინდოეთი.ეს არის მეგალითი, რომელიც ამოკვეთილია ერთი კლდეში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნაობად ინდოეთში.

image

პრაღის ბიბლიოთეკა ისე ლამაზად იყო შექმნილი, რომ ხელოვნების მუზეუმად გადაიქცა.

image


მეხიკოში ჟაკარანდაები აყვავდნენ.

image


ქალაქი იანძინი-ჩინეთი.

image

0
180
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0