x
მეტი
  • 13.02.2025
  • სტატია:140169
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513146
გარღვევა ონკოლოგიაში: წელს შესაძლოა კიბოს ახალი ვაქცინა გამოჩნდეს
image
2025 წელს შეიძლება დაიწყოს კიბოს ვაქცინის შექმნის ახალი ეტაპი, რომელიც ამ სფეროში გარღვევას მოახდენს.


ამის შესახებ ბრიტანული ჟურნალი The Economist მეცნიერებზე დაყრდნობით წერს.


ავტორებმა აღნიშნეს, რომ კიბოს ვაქცინის ტესტირება წარმატებული იყო. უახლესმა ნიმუშებმა აჩვენა ეფექტურობა. ამჟამად მეცნიერები სწავლობენ პრეპარატის ეფექტს კანის, თავის ტვინისა და ფილტვების სიმსივნეებზე.



„იმედი გვაქვს, რომ კიბოს ვაქცინები მიიღწევა იმ დონემდე, რომ შეამცირებს ისეთი ინვაზიური მკურნალობის საჭიროებას, როგორიცაა ქიმიოთერაპია ან ქირურგია.“- ნათქვამია გაზეთში.




ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ვაქცინის შესაქმნელად მეცნიერებს სიმსივნის ნიმუშები სჭირდებათ. ამის შემდეგ სპეციალისტები ადგენენ მის გენომს და ეძებენ გენეტიკური მუტაციების ყველა ვარიანტს.

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0