x
მეტი
  • 08.01.2025
  • სტატია:139258
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512670
წმინდა ნიკოლოზიდან სანტა კლაუსამდე

ნიკოლოზი და სანტა
წმინდა ნიკოლოზი მეოთხე საუკუნის ქრისტიანი წმინდანია, იგი ცხოვრობდა მცირე აზიის ქალაქ მირაში. წმინდანობიდან სანტა კლაუსობამდე დიდი გზა გაიარა, ის სიკეთის, გულუხვობის და სიყვარულის სიმბოლოა.

მის გულუხვობასა და სიკეთეზე ლეგენდები დადიოდა.ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლეგენდა მოგვითხრობს სამი გოგონას შესახებ, რომლებსაც მამა ვერ აქორწინებდა სიღარიბის გამო.ნიკოლოზი ღამით მათ სახლში ბუხრის საკვამურიდან შეიპარა, გასაშრობად ჩამოკიდებულ წინდებში კი ფული, ტკბილეული და სათამაშოები ჩაყარა. სწორედ ამ ლეგენდის გამოა ასოცირებული საჩუქრები და სანტა კლაუსი ერთმანეთთან.

სხვადასხვა ქვეყანაში მისი კულტი სხვადასხვანაირად განვითარდა. ზოგიერთები მას მეზღვაურების, ვაჭრებისა და ბავშვების მფარველად თვლიდნენ.სანტა კლაუსის სახელწოდება ნიდერლანდური ვერსიიდან მომდინარეობს.ამერიკაში სანტას იმიჯი მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა.ამერიკელი მწერლები და მხატვრები მას მსუქან, თეთრწვრა, წითელ ტანსაცმელში გამოწყობილად წარმოაჩენდნენ.კლაუსი მსოფლიოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პერსონაჟია, ის საშობაო დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, მისი წყალობით შობა და ახალი წელი სიხაულისა და ბედნიერების მომნიჭებელია.

0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ ჯინჭარაძე 1996
თამარ ჯინჭარაძე 1996
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0