x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს რა იკადრა"... ჰოი, საოცრებავ"- რამ აღაშფოთა ნანუკა ჟორჟოლიანი

image


ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მომღერალ, ნატო მეტონიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ რეჟისორ, დავით გერსამიას ფეისბუქსტატუსს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს:


"ახლა რომ რუსთაველზე ბავშვები დგანან მათ არ ემახსოვრებათ ეს ამბავი, ამიტომ მოვყვები.

წლების წინ, ნაცების დროს, მაშინდელი რ2 ეთერიდან, ოღონდ რაღა მაშინდელი იმ დროშიც იგივე ხალხი მუშაობდა უბრალოდ სხვა უფროსები ჰყავდათ:)) მოკლედ, რ2-ის კონცერტიდან ამოჭრეს ნატო მეტონიძის სიმღერა. დაიქცა ქვეყანა. ნატოო, ლიზააა, სახე ჩამოიხოკეს. (სამართლიანადაც ) “ეს რა იკადრა არხმა” იყო მთავარი წუხილი.

ნატოს მაშინ განსაკუთრებული სოლიდარობა გამოუცხადა დოიმ. თვლიდა რომ ეს უსამართლო და არასწორი საქციელი იყო და თუ რამე როლი ჰქონდა თეატრში ყველა ნატოს მისცა:)) (ნახევრად ხუმრობით)

დოი

გავიდა წლები და ახლა ნატო მეტონიძე აღმოჩნდა სახელისუფლებო ლოჟაში და რა ხდება? მისი ხელისუფლება ჭრის დოის კონცერტიდან:))

იმედზე გავიდა კონცერტი რომლის რეჟისორი იყო დოი და ამოიღეს ყველაფრიდან. აქვე ანდრო ჭიჭინაძის დაკავების ამბავსაც შევახსენებ დღეს უკვე სამთავრობო მომღერალს.

დოისგან განსხვავებით რას აკეთებს ნატო? ნატო დუმს. ნუ, თუ მისი ხმა გვესმის მხოლოდ სახელისუფლებო კონცერტებზე სიმღერის დროს.

ნატო იცით ვინაა? აი მისი დაქალი ლიზა ხომ იცით ბაგრატიონი, ქოცების პრეზიდენტის ცოლის დაა გოგოოოო. :))) აი რაზე გადის დღეს ამათი მორალი.

მორალი, რომელიც გულისხმობდა და გულისხმობს მხოლოდ კომფორმიზმს."- ვკითხულობთ ტელეწამყვანის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტი რეჟისორ, დავით გერსამიას ფეისბუქსტატუსს მოყვა, რომელსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ:


"გუშინ იმედზე გავიდა 2006 წელს ჩემი გადაღებული „საუკუნის ავტოგრაფი“. პროექტის ავტორი – ნინო ლაფიაშვილი, დამდგმელი რეჟისორი – დავით დოიაშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი.


ჰოი საოცრებავ, გადაამონტაჟეს, სანდრა რულოვსის და დოის კადრები ამოჭრეს. აწი რომ გაუშვებთ მეც ამომშალეთ ტიტრიდან".







0
756
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
756