შოუბიზნესი კანიე უესტმა მეუღლე აბაზანაში შიშველი გადაიღო და ასე მიულოცა დაბადების დღე(ვიდეო) 6 იანვარი, 14:25
კანიე უესტის მეუღლემ, ბიანკა სენსორმა კვირას 30 წლის იუბილე აღნიშნა და რეპერმა ეს განსაკუთრებული შემთხვევა აღნიშნა ამაღელვებელი ვიდეოს გაზიარებით.
47 წლის კანიემ ინსტაგრამზე მიულოცა ცოლს და გამოაქვეყნა შავ-თეთრი ვიდეო, სადაც შიშველი ბიანკას აბაზანას იღებს. მელბურნელ გოგონას შავი კუპრივით თმა შეკრული აქვს და კამერას ოდნავ სევდიანი და ოდნავ გაბრაზებული თვალებით უყურებს. "გილოცავ დაბადების დღეს პატარავ", - მიაწერა ვიდეოს კანიე უსეტმა. ავსტრალიელ არქიტექტორს, რომელიც მუდამ ბიუსტჰალტერის გარეშე და გამჭვირვალე ტოპით დადის, კვირას 30 წელი შეუსრულდა, რომელიც ექსტრავაგანტული წვეულებით აღნიშნა. ბიანკამ და კანიემ გააზიარეს მხიარული წვეულების შთაბეჭდილებები. წვეულების ერთ-ერთ კლიპში ბიანკა სექსუალურად ცეკვავს 50 წლის ესპანელ მსახიობ პენელოპა კრუზთან ერთად. ის და პენელოპა ერთად საცეკვაო მოედანზე ბრზიალებენ აზელია ბენქსის ჰიტზე "212". წვეულებაზე ყოფნისას ბიანკა ბრწყინავდა ძლივს შესამჩნევ შავ კაბაში, რომელიც ძლივს მალავდა მის სავსე მკერდს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანიე უესტი და ბიანკა ცენსორი ერთმანეთს დაშორდნენ, როგორც TMZ წერდა, წყაროების ცნობით, წყვილმა ახლობლებს განშორების შესახებ რამდენიმე კვირის წინ აცნობეს, რის შემდეგაც მუსიკოსის მეუღლემ ავსტრალიაში წასვლა გადაწყვიტა ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად, თუმცა როგორც ირკვევ წყვილი ჯერჯერობით ისევ ერთად არის. 327 2-ს მოსწონს
|