x
მეტი
  • 22.01.2025
  • სტატია:139563
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512808
N2
ზოგადად ყველა ორშაბათი მძიმეა, მაგრამ ახალი წლის პირველი ორშაბათი განსაკუთრებულად აუტანელია.

ისევ ზამთარია

ისევ რვა საათზე უნდა ადგე

ისევ უნდა მოემზადო გარეთ გასასვლელად(ფიზიკურ/ფსიქოლოგიურად)


ისევ უნდა დაელოდო როდის გათბება მანქანის სავარძელი და ორთქლი გაქრება სარკეებიდან

ისევ მოთმინებით ელოდო შუქნიშანზე მწვანეს

ისევ 10 საათზე სამსახურში უნდა იყო

ისევ 8 საათი აურაცხელი კითხვების, მოკლე პასუხების, კლავიატურაზე თითების კაკუნის, ახალ-ჩამოსხმული ყავის სუნი

ისევ ლოდინი შენი ვალდებულების დროის ამოწურვის (6 საათის დადგომის სიხარული)

და ამ დროს პარალელურ განზომილებაში :

ხარ ბედნიერი

ხარ კმაყოფილი

ხარ სავსე

ხარ უზრუნველყოფილი

ხარ იმედიანი

ხარ მხიარული

ხარ მოსიყვარულე


უბრალოდ იმ პარალელურ სამყაროში ვერ გადადიხარ...

და ისევ შენს მოქანცულ სხეულში რჩები...

გაურკვეველი ვადით

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:დაე იქმნას ნათელი
დაე იქმნას ნათელი
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0