ქალი და მამაკაცი იტალიური ვნებები: როგორ დაანგრია ოჯახი ორნელა მუტიმ ჩელენტანოს გამო გუშინ, 12:24 6 იანვარი, ყველაზე ცნობილი იტალიელი მსახიობის და მომღერლის, ადრიანო ჩელენტანოს დაბადების დღეა, მას 87 წელი შეუსრულდა.დღეს მის ერთ გახმაურებულ რომანზე გვექნება საუბარი. თუ ფილმში "ჭირვეულის მორჯულება " ორნელა მუტის გმირმა მოახერხა არა მხოლოდ ადრიანო ჩელენტანოს გმირის ცდუნება, არამედ თავიც შეაყვარა, რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა. 1980 წლის იტალიური ფილმი "ჭირვეულის მორჯულება" საბჭოთა კავშირში სუპერ პოპულარული გახდა კინო გაქირავებაში გამოსვლისთანავე. დღესაც მილიონობით მაყურებელი სიამოვნებით უყურებს ამ ფილმს. და როგორც მრავალი წლის წინ, მაყურებელი უყურებს ლიზას - ორნელა მუტის გმირის ძალისხმევას - აცდუნოს ჭირვეული ფერმერი ელია - ადრიანო ჩელენტანო - და ფიქრობენ: ეს ნამდვილად მხოლოდ თამაშია? ... ასეთი ვნებიანი მზერის თამაში შეუძლებელია . ყოველივე ამის შემდეგ, გმირებს შორის კონტაქტი ფაქტიურად იწვევს ელექტრო შოკს და ეს იგრძნობა მთელი ფილმის განმავლობაში. რომანი ეკრანზე და ცხოვრებაში ასე რომ, გამჭრიახი მაყურებელი მართალი აღმოჩნდა. რამდენიმე წლის წინ, ჩელენტანომ, უკვე დაბერებულმა, რომელსაც მაინც არ დაუკარგავს განსაცვიფრებელი ხიბლი, დაარღვია მრავალწლიანი დუმილი და ჟურნალისტებს განუცხადა ორნელა მუტისთან მისი ვნებიანი რომანის ამბავი, რომელიც დაიწყო ზუსტად "ჭირვეულის მორჯულების"გადასაღებ მოედანზე მართალია, ამის შესახებ მაშინაც ყველამ იცოდა, მაგრამ არტისტის საჯაროდ პირდაპირი აღიარება პირველად მოხდა. ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგ ორნელამ ჩელენტანოს გამო ქმარი მიატოვა. უკვე იმ მომენტში, იტალიელები ვარაუდობდნენ, რომ ახალგაზრდა ლამაზმანის საპასუხოდ, ჩელენტანოც ასეთივე ნაბიჯს გადადგამდა. მაგრამ ჩელენტანომ საყვარლის გამო ოჯახი არ დაანგრია და არც უფიქრია. მყარი ცოლ-ქმრული ურთიერთობა კლაუდია მორისთან, რომელთანაც 20 წელი იცხოვრა(ამჟამად 61 წელის ითვლის!!!) და სამი შვილი გაუზარდა?! არა, რომანი რომანია, ოჯახი კი ჩელენტანოსთვის წმინდაა. 1981 წელს ორნელამ და ადრიანომ კიდევ ერთ ფილმში ითამაშეს "უზომოდ შეყვარებული", სადაც ფილმის სათაური მათ რეალურ ცხოვრებას ასახიერებდა(ფოტოზე, კადრი ფილმიდან), რომელიც უკანასკნელი აღმოჩნდა, ამის შემდეგ მსახიობებს ერთად ფილმში აღარ უთამაშიათ. გააცნობიერა რა ორნელა მუტიმ, რომ ჩელენტანოსგან ხელის თხოვნა მოსალოდნელი არ იყო, მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. რა თქმა უნდა, ლამაზმანი მსახიობი, რომელსაც პატრიოტი იტალიელები მრავალ გამოკითხვაში და რეიტინგში არაერთხელ აღიარებდნენ ყველაზე ლამაზ ქალად არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში, მარტო არ დარჩენილა - გარკვეული პერიოდის შემდეგ გათხოვდა და ასევე გააჩინა სამი შვილი. სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ მათზე ყველამ ყველაფერი იცოდა, ორნელა მუტი მაინც განაწყენდა ადრიანოზე: იგი არ ელოდა, რომ ამდენი წლის დუმილის შემდეგ მათ რომანზე ისაუბრებდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან არაფერი უარყო. ამავე თემაზე:ადრიანო ჩელენტანო -10 საინტერესო ფაქტი891 2-ს მოსწონს
|