ქალი და მამაკაცი იტალიური ვნებები: როგორ დაანგრია ოჯახი ორნელა მუტიმ ჩელენტანოს გამო 6 იანვარი, 12:24 ![]() 6 იანვარი, ყველაზე ცნობილი იტალიელი მსახიობის და მომღერლის, ადრიანო ჩელენტანოს დაბადების დღეა, მას 87 წელი შეუსრულდა.დღეს მის ერთ გახმაურებულ რომანზე გვექნება საუბარი. თუ ფილმში "ჭირვეულის მორჯულება " ორნელა მუტის გმირმა მოახერხა არა მხოლოდ ადრიანო ჩელენტანოს გმირის ცდუნება, არამედ თავიც შეაყვარა, რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა. ![]() 1980 წლის იტალიური ფილმი "ჭირვეულის მორჯულება" საბჭოთა კავშირში სუპერ პოპულარული გახდა კინო გაქირავებაში გამოსვლისთანავე. დღესაც მილიონობით მაყურებელი სიამოვნებით უყურებს ამ ფილმს. ![]() რომანი ეკრანზე და ცხოვრებაში ასე რომ, გამჭრიახი მაყურებელი მართალი აღმოჩნდა. რამდენიმე წლის წინ, ჩელენტანომ, უკვე დაბერებულმა, რომელსაც მაინც არ დაუკარგავს განსაცვიფრებელი ხიბლი, დაარღვია მრავალწლიანი დუმილი და ჟურნალისტებს განუცხადა ორნელა მუტისთან მისი ვნებიანი რომანის ამბავი, რომელიც დაიწყო ზუსტად "ჭირვეულის მორჯულების"გადასაღებ მოედანზე მართალია, ამის შესახებ მაშინაც ყველამ იცოდა, მაგრამ არტისტის საჯაროდ პირდაპირი აღიარება პირველად მოხდა. ![]() მაგრამ ჩელენტანომ საყვარლის გამო ოჯახი არ დაანგრია და არც უფიქრია. მყარი ცოლ-ქმრული ურთიერთობა კლაუდია მორისთან, რომელთანაც 20 წელი იცხოვრა(ამჟამად 61 წელის ითვლის!!!) და სამი შვილი გაუზარდა?! არა, რომანი რომანია, ოჯახი კი ჩელენტანოსთვის წმინდაა. 1981 წელს ორნელამ და ადრიანომ კიდევ ერთ ფილმში ითამაშეს "უზომოდ შეყვარებული", სადაც ფილმის სათაური მათ რეალურ ცხოვრებას ასახიერებდა(ფოტოზე, კადრი ფილმიდან), რომელიც უკანასკნელი აღმოჩნდა, ამის შემდეგ მსახიობებს ერთად ფილმში აღარ უთამაშიათ. ![]() ![]() ამავე თემაზე:ადრიანო ჩელენტანო -10 საინტერესო ფაქტი2019 2-ს მოსწონს
|