x
მეტი
  • 07.01.2025
  • სტატია:139236
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512668
ექსპერტებმა დაასახელეს 5 ქვეყნა, რომელიც ბირთვულ ომს გადაურჩება
image

ქვეყნებს ბირთვული ზამთარი ემუქრებათ.


მეცნიერებმა დაასახელეს ხუთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია გადაურჩეს შესაძლო ბირთვულ ომს. ოტაგოს უნივერსიტეტის მეცნიერთა მოხსენება გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Risk Analysis.


ექსპერტებმა შექმნეს თეორიული მოდელი რუსეთსა და "ნატოს" შორის სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის შედეგების შესახებ. კონფლიქტის შედეგად ატმოსფერო დაბინძურდება - მასში 150 ტერაგრამი ჭვარტლი იქნება.



ეს გამოიწვევს ბირთვულ ზამთარს - რამდენიმე წლის განმავლობაში გლობალური სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება კატასტროფულად დაეცემა.


რიცხვები საშინელია - წარმოება 80%-ით შემცირდება. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში კი წარმოება საერთოდ შეჩერდება.


მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კუნძულებზე ან ნახევარკუნძულზე მდებარე სახელმწიფოები გადაურჩებიან ბირთვულ ომს.


მათ შორისაა ვანუატუ, სოლომონის კუნძულები, ახალი ზელანდია, ავსტრალია და ისლანდია.


ექსპერტები თვლიან, რომ ეს ქვეყნები შეინაჩუნებენ აგრარულ მეურნეობას მზის ნაკლები სინათლის პირობებშიც.


შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბერში დასავლეთმა ბირთვული ზამთრისთვის მზადება დაიწყო. მაშინ მედიამ ეს დაუკავშირა კრემლის გადაწყვეტილებას, გამოეყენებინა ბირთვული იარაღი იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი უკრაინას ბირთვულ იარაღს გადასცემდა., თუმცა უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე შორი დისტანციის სარაკეტო თავდასხმის ნებართვა მიიღო.


The Daily Star იტყობინება, რომ ინგლისელი ბობოლები 500, 000 ევროს ხარჯავენ ძვირადღირებული მიწისქვეშა თავშესაფრებისთვის. გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია დარტყმა ევროპის ნებისმიერ წერტილში.

1
547
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
547
  
ვანუატო როგორ უნდა გადაურჩეს,რა ჩემი ფეხები აქვს თავის გამოსაკვებად? მნიშვნელი აქვს რა მოგკლავს,შიმშილი თუ ჭვარტლი? მიგიფსით ექსპერტებზე
0 1 1