ფეხბურთი მესი არ მივიდა თეთრ სახლში, რათა "თავისუფლების" მედალი მიეღო ბაიდენისგან 5 იანვარი, 16:35
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი არ დაესწრო ცერემონიას, სადაც აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისგან უნდა მიეღო თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი.
ამერიკული კლუბის "ინტერ მაიამის" ფეხბურთელი ლიონელ მესი თეთრ სახლში არ მივიდა შეერთებული შტატების ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ჯო ბაიდენის თავისუფლების საპრეზიდენტო მედლის გადაცემის ცერემონიალზე. ინფორმაციას Marca ავრცელებს. მესიმ მისი არყოფნა წინასწარ შეთანხმებული გარემოებების გამო ახსნა. ფეხბურთელი ამბობს, რომ ჯილდოს მოგვიანებით აიღებს. თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი არის უმაღლესი სამოქალაქო პატივი შეერთებულ შტატებში. მესის ის უნდა მიეღო მთელს მსოფლიოში ბავშვების ჯანმრთელობისა და განათლების პროგრამების მხარდაჭერისთვის, რომელსაც საკუთარი საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით ახორციელებს. 37 წლის მესი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. მას გუნდური 46 ტიტული აქვს მოპოვებული.მათ შორის არის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, უეფა-კომნებოლის ჩემპიონთა თასის და ორგზის კოპა ამერიკის თასის მფლობელი, ამის გარდა იგი არის არგენტინის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ოქროს ბურთის რვაგზის და ოქროს ბუცის ექვსგზის მფლობელი. 285 3-ს მოსწონს
|