საქართველო "ქართული ოცნების კოორდინატორ / აქტივისტია და პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი 5 იანვარი, 9:49 "ფედერალისტების" ერთ - ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი დეკანოზ, შალვა კეკელიასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:"შალვა კეკელია სიცრუეში ამხილა იმედის ყოფილი თანამშრომლის, აწ უკვე გარდაცვლილი ქალის შვილმა.შალვა კეკელია ყვება, რომ იმედის დარბევის დროს მიყენებულმა ტრავმებმა მოკლა ქალი, ხოლო შვილი ამბობს რომ დედამისი მელანომით გარდაიცვალა და აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სასულიერო პირი, რეჟიმის დასაცავად, ფაქტებს იგონებს და დედამისს იყენებს.შალვა კეკელია რომ ქართული ოცნების კოორდინატორ/აქტივისტია და პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ეს შეუიარაღებელ ყურშიც იოლად ისმის, თუ მოუსმენ.მთავარი აქ სხვა რამეა:დავუშვათ მართალიც რომ იყოს ეგ ისტორია.2007 წელს ჩადენილი დანაშაულები 2024 წელს ჩადენილ დანაშაულებს როგორ ამართლებს?რეალობა ისაა, რომ შალვა კეკელიას სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ადამიანების სიცოცხლე.მას არაფერში აინტერესებს ის, რომ ადამიანების სიცოცხლის ფასი გაიზარდოს და ადამიანებისთვის მიყენებული ზიანი სახელმწიფოს/პოლიტიკურ ძალას ძვირი დაუჯდეს.ის რუსეთის ინტერესების გამტარია.რუსული სამყაროს ნაწილად გრძნობს თავს.მის ინტერესშია, რომ რუსული რეჟიმი არ შეიცვალოს და საქართველო რუსულ ჭაობში დარჩეს.ამიტომ იღებს შემზარავ ფაქტს 20 წლის წინანდელი წარსულიდან, ფუთავს ტყუილში და იყენებს ცვლილების წინააღმდეგ.რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოებში ასეთი მაგალითები მრავლადაა - სიმართლის მარცვალზე დაშენებული ტყუილები დემოკრატიაში და დემოკრატიულ ცვლილებებში რწმენისთვის ძირის გამოსათხრელად."- ვკითხულობთ თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტში.როგორც გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშილის შვილი, მია გოგელაშვილი აცხადებს, დეკანოზი შავლა კეკელია დედამისის დაღუპვასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს და მის ამბავს "თავის საკეთილდღეოდ იყენებს", რათა "ქართული ოცნება" დაიცვას.შალვა კეკელიამ ერთ-ერთი ქადაგებისას განაცხადა, რომ 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისას ანა მამულაშვილს თავში ჩაარტყეს, რამაც ჟურნალისტს სიმსივნე განუვითარა, რის შედეგადაც გაირდაიცვალა, თუმცა ანა მამულაშილის შვილი დეკანოზის მონაყოლს გამოგონილ ისტორიას უწოდებს. უცვლელად გთავაზობთ მია გოგელაშვილის პოსტს, რომელიც მან აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გაავრცელა:"სიტყვები აღარ მყოფნის როგორ გადმოვცე ის ბრაზი, რომელიც მაწუხებს. დედაჩემი ანა მამულაშვილი 2019 წელს გარდაიცვალა სიმსივნით(კონკრეტულად მელანომით, რაც კანის სიმსივმეს გულისხმობს). ამ ამბის შესახებ არც თუ ისე ცოტა ადამიანმა იცის. არ ვიცი როგორ მოხდა, რომ ამ ინფორმაციამ ამდენი ხნის მანძილზე ჩემამდე ვერ მოაღწია, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს არადაამიანი, ვითომ „მამაო“ დგას და დედაჩემის ამბავს იყენებს თავის საკეთილდღეოდ. ამბობს, რომ თურმე იმედის დარბევის დროს, როცა დედაჩემს თავში ჩაარტყეს და უმოწყალოდ სცემეს „თურმე“ სიმსივნე განუვითარდა თავში.ამ ამბავს თავის საკეთილდღეოდ იყენებს… არსებობს ვიდეო, სადაც ის დედაჩემის სახელს და გვარსაც ღიად ახსენებს და ამ გამოგონილი ისტორიით აბრმავებს თავის მრევლს. ეს „მამაო” არის „ამა შალვა“ (ბრჭყალების გარეშე უბრალიდ არ შემიძლია ამ ადამიანისთვის მამაოს წოდება).როგორ ბედავ დედაჩემის ამბის ასე არაადამიანურად გამოყენებას, რა ნამუსით. არ გაპატიებ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას. კარგად დაიმახსოვრე არ გაპატიებ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არაადამიანი ქოცების კაცია და ბევრი ამბავი მახსოვს ბოლოდროინდელი მისი, თუ როგორ აყენებდა ის აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას. შალვა, მე ანის შვილი ვარ და სიმართლე ვიცი, ჩემს გარდა სიმართლე კიდევ უამრავმა ადამიანმა იცის, ვისთან ერთადაც დედაჩემის ის უმძიმესი პერიოდი გავიარე და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გადავიარეთ. ხოდა მე გაძლევ პირობას, რომ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას არ გაპატიებ", – ვკითხულობთ მია გოგელაშვილის პოსტში.483 შეფასება არ არის |