საქართველოში ბევრი პრობლემა ფეხბურთში,
და, ბევრი უცნაურობაც ხდება. მაგალითად დინამოს შესახებ ყველა წესის და კანონით მიღებულ გუნდს ფიფიას ედავება ჟორდანია, საინტერესოა როგორ გადაწყდება ეს საქმე, მაგრამ როგორც ჩანს სასამართლოს არ ასცდება ეს ყველაფერი ...
ასევე სიჭინავას გადადგომას მოითხოვენ, მთლიანად კანონის ფარგლებში თანაც ახლავე, მაგრამ ეს შეუძლებელია, მან განაცხადა რომ არსად აპირებს წასვლას, კანონით კი ის2015 წლამდე იქნება სფფ_ს პრეზიდენტი,
სხვათაშორის სფფ_ს პრეზიდენტობის კანდიდატად მოიხსენიება ლევან კობიაშვილიც,
სხვა კანდიდატები არიან მიხეილ ყაველაშვილი, დავით უგრელიძე, მამუკა კვარაცხელია.
ასევე გაურკვეველია გორის დილას დაფინანსების საკითხიც, აშკარად გაძლიერებული და კარგ ფორმაში მყოფ გუნდს წლის ბოლომდე კი ექნება უკვე გაწერილი დაფინანსება, მაგრამ მის მერე რა იქნება არავინ იცის. საეჭვოა შსს_მ გორის დილას დაფინანსება ისევ განაგრძოს, იმედია დაფინანსება არ შეწყდება და დილა ისევ ასეთი ძლიერი დარჩება, თუმცა საეჭვოა და საჭიროა ახალი დამფინანსებლის მოძიება, გულდასაწყვეტი იქნება ამ გუნდის დაშლა.