x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"უკვე სააშკარაოზე გამოვიდა დიდი დაპირისპირება"- რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი, ელისო კილაძე პატრიარქის გაყალბებულ საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:


"გუშინ უკვე სააშკარაოზე გამოვიდა დიდი დაპირისპირება პატრიარქის კარზე, გამოდის, რომ პატრიარქის მილოცვა შორენა თეთრუაშვილმა გააყალბა.


ფაქტია ისიც, რომ ილია მეორე ნამდვილად მძიმე მდგომარეობაშია და მის ზურგს უკან, მისი სახელით ბევრი რამ შეიძლება მოხდეს! მაგ.გაყალბდეს ანდერძი!


სინოდიც კი აღარ იკრიბება !


საშობაო ეპისტოლე ვისი სახელით გამოქვეყნდება?


დღეს უწმინდესის დაბადების დღეა-ვულოცავ❣️"- წერს ელისო კიალძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა, რომ პატრიარქის საახალწლო მილოცვა იყო მონტაჟი და არა ორიგინალი:


"პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი “საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს” იხსენიებს აუგად.


დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო, უბრალოდ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთნ არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს.


ამასთანავე რადგან ასეთი სახის დამოტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია, მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი." - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებრივი სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ სამსღიანი დუმილის შემდეგ.


ცნობისთვის, დღეს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის და­ბა­დე­ბის დღეა. მას 92 წელი შე­უს­რულ­და.









0
3557
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
3557