x
მეტი
  • 06.01.2025
  • სტატია:139224
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512649
დასავლეთი მაგრად "გვაბოლებს" აქაოდა რუსეთი დავასანქცირეთო, მარტო შარშან რუსეთს 70 ტონამდე ურანი მიუწოდებია გერმანიისათვის

image
ევროპაც და ამერიკაც გვიკიჟინებს რუსეთს ეხმარებით, სარეცხი მანქანებოდან, მაცივრებიდან და რიგი მიყიდული უცხოური ტექნიკიდან მიკროსქემები ამოაქვთ და სარაკეტო წარმოებაში იყენებს რუსეთი და უკრაინას ბომბავსო.
როგორი უნამუსო უნდა იყო საქართველოს მუქარით თითს უქნევდე და თავად რუსეთიდან 70 ტონამდე ურანს ყიდულობდე?
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიყიდვა რუსეთისათვის ყოფილა რუსეთისათვის დაწესებული სანქციების დარღვევა თურმე და 70 ტონამდე ურანის რუსეთისგან ყიდვა კი არ ყოფილა დარღვევა! ხომ მაგარი ცინიზმია?

გერმანია თავისი ეკონომიკისათვის ყველაფერს აკეთებს, ჩვენ კი გვიკრძალავს და დასანქცირებით გვემუქრება.
გასულ წელს რუსეთიდან გერმანიაში ურანის ექსპორტი გაიზარდა 70%-ით. გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქსონიაში ატომური საწვავის ელემენტების მწარმოებელ საწარმოს "Advanced Nuclear Fuels (ANF)"-ს ლინგენში "როსატომის" შვილობილმა კომპანიებმა მიაწოდა 68, 6 ტონა ურანი. ყველაზე ცინიკური და ამაზრზენი კი ისაა, რომ ჩვენ მაცივრების და ზოგადად საყოფააცხოვრებო ტექნიკის მიყიდვას გვიკრძალავენ რუსეთისათვის, თავად ევროკავშირს კი რუსეთიდან ურანის იმპორტზე ემბარგო არ დაუწესებია და სანქციების არცერთი პაკეტი არ შეხებია.


როგორ "Spiegel"-ი აღნიშნავს, გერმანული კომპანია "ANF", ფრანგული ატომური კომპანიების ჯგუფ "EDF"-ან აპირებს "როსატომთან" ერთად შექმნას ერთობლივი საწარმო. აღნიშნულმა საწარმომ საწვავი ელემენტები უნდა მიაწოდოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების 5 ზეთანამედროვე ატომურ ელექტროსადგურს საწვავად გამზადებული ელემენტები ანუ ატომურ ელექტროსადგურებში არსებული რეაქტორები იმუშავებენ, რუსულ-გერმანულ-ფრანგული ერთობლივი საწარმოს მიერ ატომურ საწვავად მომზადებული რუსული ურანით.
ჯერ ეს სანქციები, რაც რუსეთს დაუწესეს ესაა სასაცილო და მეორე, აკი იძახდნენ "იევროპიელი" ქართველები, რუსული ყველაფერი ნაგავიაო, რა გამოდის გერმანია და საფრანგეთი დავიჯერო ნაგავს იყიდიან რუსეთისგან?-ეს ხომ უკვე სასაცილოც კი არაა.
მე, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება არ მომწონს და ამას ღიად ვაფიქსირებ ეს სხვა თემაა და სულ სხვა თემა და სრული უაზრობაა რუსეთში წარმოებულ ყველა ნედლეულს თუ პროდუქციას "ბანძი" და ნაგავი უწოდო.
აშშ სხვათაშორის "როსკოსმოსიდან" ყიდულობს ძრავებს თავისი კოსმოსური ხომალდებისათვის.
სწორედ ამ ორმაგი სტანდარტების გამო არ ვენდობი არც ამერიკას და არც ევროპას.

0
67
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0