x
მეტი
  • 05.01.2025
  • სტატია:139199
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512649
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაშარ ალ ასადი მოსკოვში მოწამლეს


image



მოწამლეს თუ არა ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში მკვლელობის მცდელობისას? გავრცელებული ინფორმაციით, ის კვირას ცუდად იყო და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა.



ონლაინ ანგარიშის General SVR-ის თანახმად, რომელსაც სავარაუდოდ ყოფილი რუსი ჯაშუში მართავდა, 59 წლის ასადი, კვირას მძიმე მდგომარეობაში იყო, ჰქონდა ძლიერი ხველება და სუნთქვის უკმარისობა.



გავრცელებული ინფორმაციით, ტესტებმა დაადასტურა მის ორგანიზმში შხამის არსებობა. ასადმა მკურნალობა საკუთარ ბინაში მიიღო და ორშაბათისთვის მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ როგორ მოხვდა ასადის ორგანიზმში შხამში. თუმცა, ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა და მომხდართან დაკავშირებით არც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ყოფილა ოფიციალური დადასტურება.





ასადი და მისი ოჯახი, მათ შორის მისი ცოლი ასმა, დევნილობაში ცხოვრობენ მოსკოვში მას შემდეგ, რაც მათ წინააღმდეგ სირიაში აჯანყება მოხდა.

ამ აჯანყებამ დაასრულა დიქტატორ ასადის ორათწლიანი მმართველლობა.


imageბაშარ ასადი და მისი მეუღლე ასმა ასადი


ლონდონში დაბადებულ ასმას დიდ ბრიტანეთში დაბრუნება აეკრძალა ვადაგასული პასპორტის გამო. არსებობს ინფორმაცია, რომ ასმას ლონდონში დაბრუნება სურს, რის გამოც შეიძლება ასადთან განქორწინდეს.




4
427
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
427
  
3 იანვარი, 23:47
ხიმშიკა ეს რაც დავწერე ყველაფერი იგუგლება მე რომ ბრმად არ დამიჯერო შენ თვითონ მიგუგლე მოგუგლე, შემდეგ დაფიქრდი და ტვინი გაანძრიე, მიხვდები რატომ იქცევა ჩვენი ხელისუფლება ასე, თუ ვერ მიხვდები პრობლემა არ არის სულელი ისედაც ხარ.
3 იანვარი, 23:42
ეხლა სადამ ჰუსეინი. სადამ ჰუსეინი იყო ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე. ჰუსეინი იმდენად პოპულარული იყო ამერიკაში რომ ჩიკაგოს საპატიო მაოქალაქდაც კი იყო არჩეული. ჰუსეინს ამერიკელები ირანის წინააღდეგ აომებდნენ რვა წელი. ამერიკელები ღიად ეხმარებოდნენ ჰუსეინს ირანის წინააღმდეგ. ხიმშიკა ამერიკელები ირანსაც ეხმარებოდნენ ჩუმად სადამის წინააღმდეგ, რამხელა ფარისევლობაა. ეს ამბავი გასკდა და ისტორიაში შევიდა როგორც ირან გეიტის სკანდალი. რეიგანი კინაღამ გადაყვა ამ ამბავს, პოლკოვნიკმა ოლივერ ნორდმა თავის თავზე აიღო ყველაფერი. ჰუსეინი თავმოყვარე ადამიანი აღმოჩნადა ზურგი შეაქცია ამერიკელებს, აღარ დადიოდა ამერიკელების ჭკუაზე, ბუშმა უმცროსმა მოუგონა, სადამი მასობრივი განადგურების იარაღს აწარმოებსო. ამერიკის სასელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი გამოიყვანეს გაეროში სინჯარებით ხელში თითქოს ამ სინჯარებში სადამის წარმოებული მასაობრივი განადგურების საწამლავი იყო. გაროს დამკვირვებელი მაიორი სკოტ რიტერი აცხადებდა რომ ეს ტყუილი იყო. მოკლედ კოლონ პაუელი ამ ტყუილის გამო გადადგა. სკოტ რიტერი კი ციხესი შეაგდეს შეთითხნილი ბრალდებით. მიკლედ ჰუსეინი ჩამოახრჩვეს. ასე ექცევა დასავლეთი თავის მოკავშირეებს. აშშ-ს ყველაზე წარმატებული სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის ფრაზა.
იყო ამერიკის მტერი სახიფათოა, იყო ამარიკის მეგობარი სასიკდილოა.
3 იანვარი, 23:41
ხიმშიკ რუსებს ასადის მოკვლა რომ დომებოდათ სირიიდან არ ჩამოიყვანდნენ იქვე აუგებდნენ წესს ისე რომ კაციშვილი ვერ გაიგებდა რა მოხდა, ელემენტარული ლოგიკა, მაგრამ როცა IQ ოთახის ტემერატურაზე დაბალი გაქვს რომელ ლოგიკაზეა ლაპარაკი. ასადი რუსებს რომ დაეყრდნო იმიტომაა ცოცხალი, თორემ ვინც დასავლეთს დაეყრდნო ან ჩამოახრჩვეს, ან საშინელი წამებით მოკლეს, ან თავი მოიკლეს ან კიდევ თავები დაასხიპეს. მოდი თავების დასხეპვით დავიწყებ. ხიმშიკ ამერიკის ავღანეთიდან გამოქცევას ნახავდი, ისინი ვინც თვითმფრინავში ვერ მოხვდა ყველას თავები დაასხიპეს, არადა ამერიკელები შეპირდნენ თქვენი სტრატეგიული პარტნიორები და ძმები ვართო. ვეტნამიდან ამერიკელები დაახლოებით ეგრე გამოიქცნენ როგორც ავღანეთიდან, ავიამზიდებიდან საღ ვერტმფრენებს და თვითმფრინავებს ზღვაში ყრიდნენ ოღონდ დატეულიყვნენ, ვეტნამელმა ოფიცრებმა მასიურად დაიხოცეს თავები ვინც ამერიკელების მხარეზე იბრძოდნენ, მაგათაც შეპირდნენ თქვენი ძმები ვართო და მიატოვეს. მუამორ კადაფის თავი ქვეყანაში მოსახლებოსთვის ცხოვრების შესანიშნავი პირობები ქონდა მოწყობილი, დასავლეთს არ ენდობოდა, დასავლეთმა შენი ძმები ვართო ბირთვულ პროგრამაზე უარი ათქმევინეს. შემდეგ სარკოზი დაუმეგობრდა კადაფის 120 მილიონი გამოართვა არჩევნებში გასამარჯვებლად. როცა კადაფიმ ფული უკან მოთხოვა სარკოზიმ რას მიბედავო შენ ხომ დემოკრატია არ გაქვსო ლივიაში და დაამხეს, საშინელი წამებით მოკლეს საწყალი. ამის შემდეგ გახდა ლიბია ტერორიზმის ბუდე მანამდე კი იყო წესრიგი.
3 იანვარი, 15:29
ნინო, ისე არ გამიგოთ, თითქოს თქვენს სტატიებში მხოლოდ საკრიტიკოს ვეძებდი, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურებს, რომ მოეწამლა ასადი, დღეს ცოცხალი არ იქნებოდა და არც შხამის კვალს იპოვნიდნენ.
ჯერ კიდევ სსრკ-ს შექმნის დღიდან ამ მხრივ საბჭოთა სპეცსამსახურები ფორას აძლევდნენ ამერიკელებს. არც რუსები ჩამოუვარდებიან ამ მხრივ სსრკ-ს სპეცსამსახურებს და არც ზოგადად დასავლულ სპეცსამსახურებს. რუსებს ყველაფერი შეიძლება დააბრალო, მაგრამ სპეცსამსახურებში უჭკუო და დილეტანტები ზიანო ვერავინ იტყვის, იმდენი სპეცოპერაცია აქვთ დედამიწის ნებისმიერ რეგიონში წარმატებით ჩატარებული.
რუსული სპეცსამსახურების მუშაობის პრინციპებში იდეალურად ჩახედულ დუდაევს "ჰაერი-მიწა" კლასის რაკეტა "ჩაახუტეს". იჩქერიის პრეზიდენტი იანდარბიევი მაქსიმალურად დაცულ გარემოში ააფეთქეს, ტროცკი სად გაანადგურეს და რომელ წელს ეს გავიხსენოთ და მერე ვისაუბროთ ასადის მოსკოვის მიერ ასე მოყვარულის დონეზე მოწამვლაზე.
მე არ მიყვარს პუტინის რეჟიმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალობა ობიექტურად არ შევაფასო.
რუსეთთან ღია დაპირისპირებას ამერიკელები ერიდებიან, ასე იყო ავღანეთში, ასე იყო სირიაში, ასეა უკრაინაში და ეს ერთგვარ ტრადიციადაც იქცა.
გვინდა არ გვინდა მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფოა, კოლოსალური რეზერვებით და რაც ჩვენთვის ყველაზე ცუდია მებრძოლი მოტივაციით, რუსს შეუძლია ქოხში იცხოვროს, მაგრამ ბრძოლა სისხლში აქვთ.
ბრძოლა ქართველებსაც გვაქვს სისხლში, მაგრამ რესურსების შედარება სასაცილოც კი არაა და არ გავაგრძელებ...
0 1 4