x
მეტი
  • 20.01.2025
  • სტატია:139496
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512789
ინდოეთში გოგონა დაორსულდა მას შემდეგ,რაც მამა,პაპა და ბიძა რამდენიმე თვის განმავლობაში აუპატიურებდა
image

ინდოეთში გოგონა დაორსულდა მას შემდეგ, რაც პაპა, მამა და ბიძა რამდენიმე თვის განმავლობაში აუპატიურებდნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია NDTV იუწყება.


არხის ცნობით, საგანგებო ვითარება უტარ-პრადეშის შტატში მოხდა. იქ არასრულწლოვანი დაზარალებული და მისი ნათესავი ქალი პოლიციას დაუკავშირდნენ. მისი თქმით, მისი ოჯახის წევრები მას რამდენიმე თვის განმავლობაში აუპატიურებდნენ.


სამართალდამცავებმა ის სამედიცინო შემოწმებაზე წაიყვანეს. შედეგად, ექიმებმა დაადგინეს, რომ გოგონა ორსულობის მეორე თვეში იყო.



„მან თქვა, რომ ბაბუა, მამა და ბიძა მასზე სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდნენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. გოგონა სამედიცინო გამოკვლევაზე გადაიყვანეს და პირველ რიგში დადგინდა, რომ ის ორი თვის ორსული იყო, ბრალდებულები დააკავეს და წარუდგინეს ადგილობრივ სასამართლოს, რომელმაც მათ პატიმრობა შეუფარდა“, - განაცხადა პოლიციის ოფიცერმა.


მათ ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს.ოფიცერმა დასძინა, რომ ისინი გასამართლდებიან 64-მუხლით (f) (გაუპატიურება ნათესავის, მეურვის, ნდობით აღჭურვილი ან ავტორიტეტული მაკონტროლებელი პირის მიერ), 65-ე (1) (16 წლამდე გოგონას გაუპატიურება), 232 -ე (მუქარა ნებისმიერი პირზე, ცრუ ჩვენების მიცემაზე ),

ბრალდება ასევე წარდგენილია "სექსუალური დანაშაულებისგან ბავშვების დაცვის მკაცრი კანონით" (POCSO)

მსხვერპლის ზუსტი ასაკი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ის 16 წლამდეა.

0
172
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0