ფეხბურთი ნოდარ ახალკაცი -ყველაზე ერუდირებული და განათლებული კაცი ქართული ფეხბურთის ისტორიაში 2 იანვარი, 11:08 2 იანვარი ნოდარ ახალკაცის დაბადების დღეა"(1938-1998)პროფესიონალი არაპროფესიონალთა ქვეყანაში“ — ასე მოიხსენიებდნენ ნოდარ ახალკაცს უცხოელი ჟურნალისტები, რომლებმაც ქართველი მწვრთნელი 1970-იან წლებში გაიცნეს. 1981 წლის 13 მაისის ევროპული გამარჯვების შემდეგ კი ფეხბურთის დიდ სპეციალისტთა რიგებში ჩარიცხეს, თუმცა დღეს ნოდარ ახალკაცის კიდევ ერთ ღირსებაზე გვექნება საუბარი, იგი წარმოუდგენლად განათლებული და ეუდირებული პიროვნება იყო: .."- გრანდიოზული ტვინის პატრონი! უჭკვიანესი ადამიანი! ვიცი, რომ ინსტიტუტში გამოცდებს ისე აბარებდა, საერთოდ არ ემზადებოდა. მიდიოდა, კორიდორში ვიღაც ჩასაბარებელი საგნის შინაარს მოუყვებოდა და ნოდარი “ხუთიანს” იღებდა. ისინი კი, რომლებიც საგანს მთელი ღამე იზეპირებდნენ, “სამიანს” იღებდნენ. მახსოვს, როგორ მოდიოდა “დინამოში” ხალხი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან. ედუარდ შევარდნაძე რაღაცას ლაპარაკობდა, ხოლო შემდეგ ახალკაცი ადგებოდა და ისეთ სიტყვას იტყოდა, რომ ყველანი სიმაღლეში “იკლებდნენ”. მისი ლოგიკა, მისი საუბრის მანერა... თუმცა, როგორც მწვრთნელი ძალიან მკაცრი იყო."(რევაზ ჩელებაძე-ნაწყვეტი ინეტვიუდან “სპორტ-ექსპრესი) "ეს იყო გენიოსი კაცი, გენიოსი რა გაგებით გეუბნები, ტიპი იყო უაზროდ განათლებული, სასწაულად წიგნიერი კაცი იყო და სასწაულად შრომისმოყვარე( რევაზ ჩელებაძე ფრაგმენტი ინტერვიუდან "საქართველოს დაბადება) „...ძალზე განათლებული კაცი იყო, ნებისმიერ თემაზე დაგელაპარაკებოდათ — გნებავთ ხელოვნებაზე, მუსიკაზე, სულ ერთია... უნგრული ფეხბურთი, ესპანური ფეხბურთი, გერმანული ფეხბურთი... თავისი დაკვირვებები, თავისი ცნობები საქაღალდეებში ჰქონდა ჩალაგებული. უამრავი წიგნები... ჩვენ ვიცით, რომ მას ცოტა ეძინა, ღამეებს კითხვაში ატარებდა. ამ კაცმა იმდენი გააკეთა, არავის რომ არ გაუკეთებია, არც ერთ მწვრთნელს. დღეს ბატონი ნოდარი ლეგენდად იქცა, ქართული ფეხბურთის უდიდესი წარმატებების სულის ჩამდგმელად.“(ვაჟა აზარაშვილი) "ეგეთი განათლებული კაცი იშვიათად მინახია, ნებისმიერ თემაზე და საკითხზე შეეძლო საუბარი(ვლადიმერ გუცაევი-- „საქართველოს დაბადება") 213 3-ს მოსწონს
|