x
მეტი
  • 02.01.2025
  • სტატია:139156
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512641
"ერთი ამბავი, რომელაც შეიძლება არავინ მიაქცია ყურადღება“ - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს:


"ერთი ამბავი, რომელაც შეიძლება არავინ მიაქცია ყურადღება. სწორედ ბაიდენის 14024 ბრძანებაში, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდა, 2023 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებები გახდა იმის საფუძველი, რომ რუსეთთან ტრანზაქციები შეწყვიტა ჩინური ბანკების დიდმა ნაწილმა (აღარ ჩამოვთვლი სხვა ქვეყნების, მაგალითად თურქეთის ბანკებს, რომლებმაც რუსეთთან პრაქტიკულად სრულად შეწყვიტეს ტრანზაქციები) მიუხედავად რუსეთ–ჩინეთის პოლიტიკური მეგობრობისა.


მიზეზი ის იყო, რომ შარის თავი არავის აქვს. ამერიკულ საფინანსო სისტემასთან წვდომის დაკარგვა სიკვდილს ნიშნავს მსოფლიოს ნებისმიერი ბანკისთვის. იმის თქმა მინდა, რომ ივანიშვილის და ქართული ოცნების სხვა ლიდერების ამერიკიი ხაზინის მიერ დასანქცირების შემდეგ პირველი, ვინც ამათთან ფინანსურ ურთიერთობებს შეწყვეტს ჩინეთია. ასე რომ, ტყუილად გაქვთ ჩინური ფულის და იაფი კრედიტების იმედი ქოცებო."- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.






0
241
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
241