მსოფლიო აზერბაიჯანი რუსეთს თვითმფრინავის ჩამოგდებაში ოფიციალურად ადანაშაულებს 2024, 29 დეკემბერი, 19:28 პუტინი | ჩამოგდებული Embraer 190AR | ალიევიაზერბაიჯანი რუსეთს თვითმფრინავის ჩამოგდებაში ოფიციალურად ადანაშაულებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 29 დეკემბერს აზერბაიჯანის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. "თვითმფრინავი, რომელიც ჩამოვარდა აქტაუში, დაზიანდა "სახმელეთო ცეცხლის შედეგად", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს. „ფაქტია, რომ აზერბაიჯანულმა თვითმფრინავმა გარე დაზიანება მიიღო რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ გროზნოსთან და პრაქტიკულად დაკარგა კონტროლი". „ერთ-ერთი მომენტი, რომელმაც დაგვამწუხრა და გაგვაკვირვა, იყო ის ფაქტი, რომ რუსეთის ოფიციალურმა ორგანოებმა წამოაყენეს თეორიები გაზის ბალონის აფეთქების შესახებ. ამან ნათლად აჩვენა, რომ რუსულ მხარეს სურდა ამ საკითხის გადაფარვა" - ამბობს ილჰამ ალიევი ინტერვიუში.
მიუხედავად იმისა, რომ ალიევი ადანაშაულებს რუსეთს, ის ასევე ამბობს, რომ რუსეთს ეს განზრახ არ გაუკეთებია. ალიევი განმარტავს, რომ პირველივე ეტაპზე რაც რუსეთს უნდა გაეკეთებინა ეს იყო დანაშაულის აღიარება, ბოდიშის მოხდა და საზოგადოებისთვის ამის ცნობა. ამის ნაცვლად კი რუსეთმა კატასტროფის სხვადასხვა ვერსიების გავრცელება დაიწყო.
„სამწუხაროდ, პირველი სამი დღის განმავლობაში, ყველაფერი, რაც რუსეთისგან მოვისმინეთ, იყო აბსურდული ვერსიები“, - ამბობს ინტერვიუში ალიევი.
აზერბაიჯანის კუთვნილი თვითმფრინავი Embraer 190AR 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან ახლოს ჩამოვარდა. თვითმფრინავი ბაქოდან ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან 38 დაიღუპა. სამი დღის შემდეგ, 28 დეკემბერს პუტინმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. აზერბაიჯანის თვითმფრინავის Embraer 190AR ჩამოვარდნა117 1-ს არ მოსწონს |