საზოგადოება „ხალხნო ეს ტექსტს ძლივს კითხულობს, ამეცადინეთ თითის გაყოლებით“ - თაკო ჩარკვიანი 2024, 30 დეკემბერი, 9:26 .
ყოფილი პარლამენტარი, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი პრეზიდენტ ყაველაშვილის ინაუგურაციას აფასებს და ამბობს, რომ პრეზიდენტი კითხვაში უნდა ამეცადინონ. ეს განცხადება მას სოციალურ ქსელში დაწერა:
.
ხალხნო ტექსტს ძლივს კითხულობს, ეს ყაველაშვილი, ასეთი არაფერი მინახავს! მხოლოდ გინება იცის და შეუძლია, ეტყობა “მოკლეა” გინების ტექსტი და უიოლდება ამოთქმა !!! კაცო, ვერ წააკითხეთ რამდენჯერმე, ვერ ამეცადინეთ თითის გაყოლებით, ვითომ პირველ კლასშია?? . მაგრამ ახლა გამახსენდა, რომ პირველში არა, ნულ -0 “კლასშია” . --- აი ამ აურზაურში უბედურებაში, რა დღეშიც ჩვენი ქვეყანა ჩააგდო ოლიგარქმა ივანიშვილმა, 30 დღე ქუჩაში რომ ვართ ადამიანები დამოუკიდებლობის -დასავლეთის ვექტორის კურსის დასაცავად, ცემა, დასახიჩრება, მხუთავი გაზით მოწამვლა, სიკვდილამდე მიყვანა მოქალაქეებისა. … აი ზუსტად დღეს, რა სასაცილო და გროტესკული სანახაობაც ვიხილეთ, არალეგიტიმური ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევით, რომელმაც ფიციც კი ვერ დადო ჯართან, აი ზუსტად ამ დროს მომინდა მეთქვა: ბედნიერად იყავით მეგობრებო, თანამებრძოლებო! ჯანმრთელად იყავით, გამძლეობა არ მოგაკლოთ ღმერთმა, უთუოდ გაიმარჯვებს საქართველო და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი არჩევანი, ერთი წამით არ მეპარება ეჭვი-ერთი წამითაც კი. . ყველა კარგად და ბედნიერად მინდა რომ იყოს. პოლიტიკურ ოპონენტებს გამოფხიზლებას ვუსურვებ, მძიმე ტვირთისგან გათავისუფლებას, რასაც ქვეყნის არჩევანის ღალატი ჰქვია. აქ ორი მხარე კი არ არის, აქ ერთია უმთავრესი და ეს დამოუკიდებელი საქართველოს დასავლური კურსის და არჩევანის დაცვაა-კონტიტუციის დაცვაა!!! . ნებისმიერ შემთხვევაში ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველა ოპონენტს და მათ ოჯახებს, ხოლო სახელმწიფოს წინააღმდეგ (ნებსით თუ უნებლიედ ჩართულებს ) საქმეში გამარჯვებას ნაღდად არ და ვერ ვუსურვებ, ეს ერთგვარი ლოცვაა მათ მიმართ ვფიქრობ, რადგან თუ ცოტა ჩაუღრმავდებიან და დაფიქრდებიან ეს გადარჩენაა მათი. ჯანმრთელობას ვუსურვებ მათ ოჯახებს -შვილებს …. . და გონივრულ ნაბიჯს დროულად გაეცალონ ამ ისტორიულ სირცხვილს, სახელმწიფოს და თავიანთი ოჯახების გადადარჩენად, რადგან უდიდესი - საშვილიშვილოდ საბედისწესრო შეცდომაა საქართველოს იზოლაციაში დატოვების მცდელობა, რუსულ “სპეცოპერაციაში” მონაწილეობის მიღება… \ ჯანმრთელობას უკლებლივ ყველას გისურვებთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო! -- წერს თაკო ჩარკვიანი. . 241 1-ს მოსწონს
|