საზოგადოება „საიმედო ხელში ვართ! ყველა მოწოდების სიმაღლეზეა! ბაგრატოვანთა პირველი ლედი გვყავს“ - მოროშკინა 2024, 29 დეკემბერი, 19:14 ქართველი პოლიტოლოგი, მწერალი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ქვეყნის ხელისუფლება მწყობრშია და ამიერიდან ბაგრატოვანთა პირველი ლედი გვეყოლება. ამის შესახებ მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს: . დრამატურგიული ხაზი მწყობრშია!
ქვეყნის მთავარი მესაჭე ბიძინაა ივანიშვილი ფორმაშია!
მმართველი გუნდი შეკრული და ერთიანია!
ინაუგურაცია ბრწყინვალედ და რაც მთავარია ქართულად ჩატარდა!
ოპოზიცია შოკშია,
მალე პარლამენტში ვიხილავთ (ვითომ სალომეს ჯინაზეახლა ხომ ისევ აგინებენ)
ოპოტელევიზიები სავარაუდოდ დღესვე დაიხურება.
სალომეს დიდი ხანია ბარგი გატანილი ქონდა და ახლა თავადაც მიბრძანდა.
.
ყველამ ბრწინვალედ შეასრულა თავის როლი!
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი - სასახლეში,
ჩვენ საახალწლო სამზადისში!
მშვიდობა შენარჩუნებულია!
საქართველო გახდება კავკასიის ეკონომიკური ჰაბი!
ფარდა!
.
P.S. მოეშვით, დალიეთ და იმხიარულეთ საიმედო ხელში ვართ!
.
ისე, რამდენი საუკუნეა ბაგრატოვანთ არ უცხოვრიათ სასახლეში....
ისტორიული სამართლიანობა აღდგა
პირველი ლედი-მოწოდების სიმაღლეზეა --- წერს ლალი მოროშკინა.
'
314 1-ს მოსწონს
|