თეატრი “შვილების თვალწინ დაესხნენ თავს"-ბესო ზანგურს სცემეს 2024, 29 დეკემბერი, 14:47
მსახიობ ბესო ზანგურის მეგობრების ცნობით, სცემეს. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას ფოტოსთან ერთად, სადაც დასისხლიანებული ზანგური ჩანს.
“შვილების თვალწინ დაესხნენ თავს! თქვე ნაძირალებო, ავადმყოფები! ეს არაა ხომ ძალადობა?! მაგ ეკლესიების მტრების გვერდით მდგომო ადვოკატებო, უფლებებზე რომ იხევთ ერთ ადგილს და პატიმრების მკვლელების და მევახშის გვერდით რომ დგახართ, რას დუმხართ? დაგმეთ საჯაროდ ეს საშინელება! ხარება და სპეცრაზმი კი არა ბოლომდე დედის ხვნა გინდათ თქვენ და მიიღებთ! ბესო მეგობარო შენ გვერდით ვარ”, – წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი ანა ჟღენტი. არსებული ინფორმაციით, ზანგური კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მან მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც წერს: “საოპერაციო მაგიდიდან ავდექი, არ გავიკეთებ არც ცხვირს და არც მოტეხილ ხელს! ვიცოდი რომ გააკეთებდით, მაგრამ ჩემი გოგონების თვალწინ იცით რატომ გააკეთეთ? მკვლელი რომ გამხადოთ”. ცნობისთვის, ბესო ზანგურს ყოფილი ცოლი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებდა. ქალის თქმით, ბესო ზანგური მასზე 11 წლის წინ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა. იმავე ბრალდებას ყოფილი თანაკურსელი, ელენე მაცხონაშვილი უყენებდა. ელენე მაცხონაშვილი იხსენებს, როგორ იძალადა მან წლების წინ ქალზე უნივერსიტეტის აუდიტორიაში და როგორ გაუსწორდა მეგობარ გოგონას. დაპირისპირება მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, რაც ჩხუბში თანაკურსელები ჩაერთნენ. "ეს ხდებოდა თეატრალურ ინსტიტუტში, მართალია, ბევრი ხნის წინ, მაგრამ ხდებოდა ჩემს თვალწინ, როცა ის ძალადობდა მეგობარ გოგონაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. მე ვიყავი ჩემს მეგობართან ერთად და მოვლენების სიმძაფრიდან გამომდინარე, იძულებულები გავხდით, ჩავრეულიყავით და დავხმარებოდით იმ გოგონას. ისინი აუდიტორიაში იყვნენ ჩაკეტილები და ბესო ზანგური სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა ამ გოგონაზე. რა თქმა უნდა, მე ვერ დავასახელებ მსხვერპლს. ეს მოხდა, დაახლოებით, 1998-1999 წელს მესმის, რომ ამ ფაქტებს ხანდაზმულობის ვადა აქვს, მაგრამ მორალური ვადა ალბათ არ არსებობს და ეს არ გადის, ეს არ ძველდება. თუ თეატრს არ ექნება მკვეთრი პოზიცია მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ ის დარჩება მაყურებლის გარეშე, "-აცხადებს ელენე მაცხონაშვილი 178 2-ს მოსწონს
|