საზოგადოება "ესენი დღეს ერთხელ კიდევ "კლავენ" თავის ძმას და მეუღლეს"-დავით ქართველიშვილი 2024, 29 დეკემბერი, 13:32
"ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვიძახი - ისე მინდა ვიცხოვრო ჩემი დარჩენილი "წუთისოფელი", თავისი გარდაუვალი "დაცემებით" და "ფეხზე წამოდგომებით", თავისი ცოდვებით და მათი ჩადენის მიმართ გულწრფელი სინანულით, რომ ზეციურ საქართველოში ბაჩოს სულიერ მზერას ჩემი სულიერი მზერა გავუსწორო.
ესენი დღეს ერთხელ კიდევ რომ "კლავენ" თავის ძმას და მეუღლეს მისი მკვლელების გვერდში დგომითა და ამ მკვლელობის გაპრავებით - დავიჯერო ვერ ხვდებიან? ესეც ხომ ლატენტურ სატანიზმთან გაიგივებული გამომწვევად ტოტალური ურწმუნოების განსახიერებაა? ამ საქციელთან შედარებით, რამდენად ზნეობრივად გეჩვენება ზეცაში ძმებს შორის ის იმპროვიზირებული დიალოგი: კაენი: - მაპატიე, ძმაო აბელ? ხომ მაპატიე? აბელი: - პატიებით დიდი ხანია გაპატიე, ძმაო კაენ. აი დავიწყებით - ვერანაირად ვერ ვივიწყებ..."-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი და პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი. 421 2-ს მოსწონს
|