x
მეტი
  • 01.01.2025
  • სტატია:139143
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512641
"აჰა,დაიწყო ცირკი"-გელა ზედელაშვილი

image

აჰა, დაიწყო ცირკი!

●●●

აშკარაა, ორბელიანების სასახლიდან გამოსვლას არ აპირებს, გამაგრდება “ქუხნაში'' დავით თევზაძესთან ერთად და დაგვიშენენ იქიდან შურდულებით პლასტმასის შარიკებს.

ბატონო დავით, ბატონო გენერალო, გთხოვთ, დაგვინდეთ, ძაან მრისხანე შეტევაზე ნუ გადმოხვალთ. ვიცით, ტაქტიკაში გვაჯობებთ, თქვენ უფრო მეტი გამოცდილება გაქვთ, მაგრამ ბოლო-ბოლო, აქეთაც გვყვანან ტაქტიკოსები.

●●●

მდააააა!

ავი ენები ამბობენ, ოთარა ძიაც სასახლეშიაო გამაგრებული, იგი სალომე ბაბოს სადაქალოს ჩასდგომია სათავეში და სერიოზულ ამბოხს ამზადებენ თურმე.

როგორც ხედავთ, წინააღმდეგობა იქნება მედგრული და ურყევი. ვნახოთ, ვისი აჯობებს!-წერს სოციალურ ქსელში გელა ზედელაშვილი.

ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას დღეს 10:00 საათზე ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ და აანონსებს, რომ მათ მომდევნო დღეების გეგმას გააცნობს.

"მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის 10 საათზე, გელოდებით ორბელიანების სასახლესთან და აქედან გეტყვით როგორი იქნება ხვალინდელი დღე. გეტყვით, როგორი იქნება შემდეგი დღეები და როგორი იქნება გამარჯვების დღეები“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

0
170
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0