x
მეტი
  • 01.01.2025
  • სტატია:139151
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512641
ნინელი კულაგინა - გასაოცარი ფენომენი საბჭოთა კავშირიდან თუ ჩვეულებრივი შარლატანი და რატომ შეეშინდა მისი ბრეჟნევს?
image

XX საუკუნის 60-იან წლებში ამ ქალის შესაძლებლობებმა აღფრთოვანება, დაბნეულობა და უნდობლობა გამოიწვია საზოგადოებაში, თან უარყვეს და თან აღიარეს - ერთი სიტყვით, გულგრილი არავინ დატოვა.


ნინელი კულაგინა, როგორც ეს ხშირად ხდება ასეთ ადამიანებში, ბავშვობიდანვე გამოაჩნდა უჩვეულო შესაძლებლობები. ნელის(ასე ეძახდნენ ბავშვობაში ) დედა როგორც იხსნებდა, ის უცებ გაშეშდებოდა და ერთ წერტილს უყურებდა. შემდეგ ქალმა შეამჩნია, რომ როცა ბავშვი კითხულობდა, წიგნის გვერდები თავისთავად იფურცლებოდა;


ერთხელაც ნელიმ ფინჯანი ადგილიდან დაძრა, ისე, რომ არც შეხებია, გადავარდა და გატყდა.




ნინელი კულაგინა, როგორც ეს ხშირად ხდება ასეთ ადამიანებში, ბავშვობიდანვე გამოაჩნდა უჩვეულო შესაძლებლობები. ნელის(ასე ეძახდნენ ბავშვობაში ) დედა როგორც იხსნებდა, ის უცებ გაშეშდებოდა და ერთ წერტილს უყურებდა. შემდეგ ქალმა შეამჩნია, რომ როცა ბავშვი კითხულობდა, წიგნის გვერდები თავისთავად იფურცლებოდა;


ერთხელაც ნელიმ ფინჯანი ადგილიდან დაძრა, ისე, რომ არც შეხებია, გადავარდა და გატყდა.


შემდეგ, როდესაც ნელი გაიზარდა, მიივიწყა თავის არაჩვეულებრივი უნარები და გაახსენდა მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე გათხოვილი ქალბატონი იყო.

image


რომელიღაც რადიო გადაცემაში მოისმინა გოგონას შესახებ, რომელიც "თითებით ხედავდა". ის გოგონა, დახუჭული თვალებით ტექსტს თითის წვერებით ეხებოდა და კითხულობდა ნაწერს, ამის გარდა მას ფერების ამოცნობაც შეეძლო.



ნინელის გაახსენდა, რომ ბავშვობაში შეეძლო მხოლოდ შეხებით სასურველი ფერის ძაფის ამოღება. "მეც შემიძლია ამის გაკეთება!" - განუცხადა ქმარს და თავისი უნარების დემონსტრირება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთბაშად ყველაფერი ისე არ გამოუვიდა, როგორც მას სურდა, ნინელი შთაგონებული იყო და ინტენსიურად დაიწყო მეცადინეობა.




ქმრის დახმარებით მან შეძლო ახვეული თვალებით ქაღალდის ბარათების ფერის გამოცნობა, შეეძლო თვალებახვეულს წაკითხა, აგრეთვე დამალული საგნების პოვნა და გამორთული ტელევიზორიდან განსაზღვრა, თუ რა გადაცემა მიდიოდა იმ დროს ეთერში.


1964 წელს ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა: ამავე წლის იანვარში ლენინგრადში გაიმართა ნევროლოგთა, ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც კულაგინამ პირველად აჩვენა თავისი შესაძლებლობები. ბედის ირონიით, რა იფიქრეს და რამ შეაშინა ცენტრალურ კომიტეტი, ამ კონფერენციიდან ორი წლის შემდეგ, 1966 წელს, ნინელი საბჭოთა ციხეში აღმოჩნდა: ლენინგრადის სახალხო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში.

image


1968 წელს ნინელის შესაზლებლობები პირველად დაფიქსირდა კამერებზე.ასეთი ექსპერიმენტები არა მხოლოდ მორალურად ფიტავდა კულაგინას, არამედ ძირს უთხრიდა მის ფიზიკურ ჯანმრთელობას. ხშირად, უზარმაზარი სტრესისა და უკიდურესი დაღლილობის გამო, მას აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, ძლიერი ტკივილი ხერხემლისა და თავის უკანა ნაწილში, რაც ხშირად მთავრდებოდა ღებინებით. ექსპერიმენტების შემდეგ, ერთ დღეში მას შეეძლო 700 გრამამდე წონის დაკლება, ნინელის არტერიული წნევა გაიზარდა და პულსი აუჩქარდა - 240 დარტყმა წუთში, მაგრამ ის ექსპერიმენტებს აგრძელებდა.



image



ერთი თვის შემდეგ, როდესაც ქალმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, ნინელიმ ექიმებმს მიმართა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.



პროფესორი ლ. ვასილიევმა, რომელიც აკვირდებოდა კულაგინას, ურჩია დაიცვას და განავითაროს თავის უნიკალური შესაძლებლობა, მაგრამ დაუმალოს იგი გარეშე პირებს.


კულაგინას ექსპერიმენტებს შორის იყო ტელეკინეზი, როდესაც ის საგნებს გადაადგილებდა ხელის შეხების გარეშე, ამუშავებდა ბაყაყის გაჩერებულ გულს, ცვლიდა ნივთიერებების ქიმიურ შემადგენლობას, აცხელებდა ადამიანის კანს დამწვრობამდე და მრავალი სხვა.

image


მიუხედავად ერთი შეხედვით უხვი მტკიცებულებისა, ყოველთვის იყვნენ სკეპტიკოსები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ კულაგინას ჩეულებრივი თაღლითი იყო და აშკარად იყენებდა მაგნიტებს და სხა მოწყობილობებს ტელეკინეზისა და სხვა სასწაულებისთვის.




მის უკან იყო დიდების ბილიკი- ნაქსოვი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებით - ერთ მხარეს მიაჩნდა, რომ ეს ქალი პატივიცემას იმსახურებდა ფენომემალური შესაძლებლობების გამო, ხოლო მეორე მხარეს იგი ჩეულებრივ შარლატანად, მიაჩნდათ.




საბჭოთა იუსტიციის სამინისტროს ჟურნალში "ადამიანი და კანონი"("Человек и закон) 1986 წელს № 9 და 1987 წლის № б -ში გამოქვეყნდა ორი სტატია "დრაკულას აღდგომა" და "მისტიციზმიდან დანაშაულებამდე", სადაც კულაგინას უწოდებდნენ თაღლითს, რომელმაც მოატყუა მეცნიერები და უბრალო ხალხი. მას მიაწერდნენ, რომ იგი ძაფებს და მაგნიტებს იყნებდა თავის "ფოკუსებში" და ქალს ცალსახად ეძახდნენ შარლატანს.


image

ნინელი იძულებული გახდა სასამართლოში წასულიყო. მისი პატიოსნების სასარგებლოდ ღაღადებდა მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაკეთებული ჩანაწერები, სასმართლოზე ვერ იპოვეს ვერცერთი მომწე, რომელიც კულაგინას მიერ მრუდე სარკეებისა და მაგნიტების გამოყენებას დაადასტურებდა.



ნინელიმ სასამართლო მოიგო, მაგრამ მან სასტიკად დაასუსტა ისედაც უკვე მისი შერყეული ჯანმრთელობა.იგი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.




აკადემიკოსი ევგენი ალექსანდროვი ახასიათებს კულაგინას, როგორც "ცნობილ თაღლითს" და თვლის, რომ, მიუხედავად იმისა, რომ იგი არაერთხელ ამხილეს თაღლითობაში, ვინც იკვლევდა შესაძლებლობებს და ვერაფერი უჩვეულო ვერ ნახეს მის შესაძლებლობებში, ის უბრალოდ მაინც ატყუებდა დოყლაპიებს ИТМО-დან(ნაციონალური კვლევითი ცენტრი)."კულაგინა ჩეულებრივი აფერისტი და ავანტურისტია"-ასკვნის ალექსანდროვი.



image


თუმცა ნინელს არ სურდა საკუთარი უნიკალური შესაძლებლობების დამალვა - სიამოვნებით დათანხმდა ლაბორატორიულ კვლევებსა და ექსპერიმენტებს. ქმართან ერთად ბევრი გამოცდა გაიარა. 20 წლის განმავლობაში წყვილი სახელმწიფო დაწესებულებებში 30-მდე სხვადასხვა სამეცნიერო ლაბორატორიას ეწვია. ბევრ მათგანში კულაგინასადმი დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ, სკეპტიკური იყო -ზოგიერთი მკვლევარი ამბობდა, რომ მათ გამოაშკარავეს მისი სიყალბე.


მიუხედავად ამისა, ამ დრომდე, მედია პერიოდულად საუბრობს ხოლმე კულაგინაზე ან ენთუზიაზმით, ან უწოდებს მას შარლატანს. თუმცა, პარალელურად დარჩა საკმარისი ფილმები, რომლებიც ადასტურებს ამ ქალის უნიკალურ შესაძლებლობებს.


0
446
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0