ქალი და მამაკაცი 15 აბსურდული რამ, რაზეც კამათობენ წყვილები გუშინ, 18:35 მიზეზი ჩხუბის უამრავი შეიძლება იყოს, მაგრამ რასაც ახლა წაიკითხავთ ყველაზე აბსურდულად მოგეჩვენებათ. საძინებელში: 1.ტემპერატურის რეჟიმი თქვენ ჩაიცვით წინდები, შარვალი, მაგრამ შეამჩნევთ, რომ საძინებელში ფანჯარა ღიაა. ან პირიქით, გცხელათ, თქვენი პარტნიორი კი თიშავს კონდიციონერს. რათქმაუნდა, ასეთ დროს კამათი გარდაუვალია. 2.ზეწარი ხშირად ხდება ახლად შეცვლილი ზეწარი, რომელიმე წევრისგან ისე დაეხვევა, თავიდან საწვალებელია. ეს ნამდვილად დისკომფორტს და ასევე კამათს იწვევს. 3. შუქის ჩაქრობა როდესაც წყვილი საწოლში კომფორტულადაა მოთავსებული, რთულია შეთანხმება იმაზე, თუ ვინ გამორთავს შუქს. 4.ხვრინვა ერთი მხრივ როცა ადამიანი ხვრინავს, ამას სპეციალურად არ აკეთებს, მეორე მხრივ სხვისთვის ეს ძალიან მოსაბეზრებელი ხმაურია საძინებელში. 5.დაყრილი ნივთები ყველაზე შეთანხმებული წყვილებიც კი, ზოგჯერ კამათობენ მოსროლილი წინდებისა თუ ტანსაცმლის გამო. 6.სველი პირსახოცი საწოლზე
7. სიზმარში ჩადენილი დანაშაული თქვენ შეიძლება მოყევით თუ რა დააშავეთ სიზმარში, მაგრამ თქვენი პარტნიორი ამ უნებლიე შეცდომას არ გპატიობთ. სამზარეულო 8. ბოლო ლუკმა თქვენ იყიდეთ გემრიელობა ორისთვის, მაგრამ თქვენმა მეუღლემ შესაძლოა არაფერი დაგიტოვათ მისგან. 9.ტელეფონი ჭამის დროს ეს ძალიან გამაღიზიანებელია, როცა მთელი დღით მუშაობთ და ვახშმის დროს თქვენი პარტნიორი ტელეფონში გადაეშვვება საუბრის ნაცვლად. 10.ცარიელი თეფში მაცივარში კიდევ ერთი ნაცნობი სიტუაციაა, რომელიც გამოიწვევს კამათს სასტუმრო ოთახში 11. ტელევიზორის ხმა ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ ასე გვინდა სიწყნარე, მაგრამ ვინ გაცლის.... სააბაზანო ოთახი 12. უნიტაზის თავსახური ვიღაცა უნდა ასწიოს და დაახუროს თავსახური უნიტაზსს, მაგრამ ვინ იქნება ეს? ხშირად ამაზე წყვილები ბევრს დაობენ. 13 .ტუალეტის ქაღალდი ზოგჯერ ისეთ დროს არ დაგხვდება ქაღალდი, როცა მისი მოტანა არც თუ ისე ადვილია, ამიტომ წყვილები ამ საკითხზე ხშირად კამათობენ. 14. თმები საპონზე სხვა... 15. ცუდი ფოტო სოციალურ ქსელში ხშირად ერთი პარტნიორი ფოტოში ცუდად გამოიყურება, მეორე კი პირიქით. ამის მიუხედავად ფოტო სოციალურ ქსელში მაინც იტვირთება და მეორის უკმაყოფილებას იწვევს. საკმარისია? თქვენ რას დაამატებდით?
75 1-ს მოსწონს
|