x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139070
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
"სანქციების შიშით ძრწის, მისი დღეები დათვლილია"- რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე

image


ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც ტელეკომპანია "იმედის" მფლობელის, ირაკლი რუხაძის მიერ მიხეილ ყაველაშვილის მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს მოახლოებული სანქციებიდან თავის დაძვრენის მცდელობით ხსნის:


"რატომ ჩავარდა “იმედის” რუხაძე პანიკაში და რატომ გაამჟღავნა კობახიძესთან ბიზნესმენების შეხვედრაზე გამოთქმული მისი კრიტიკული მოსაზრებები? იმიტომ, რომ სანქციები უახლოვდება და თავის დაძვრენა უნდა. ვერ დაიძვრენს.

ცოტა ხნის წინ, როცა ევროკავშირმა სანქციების მე-15 პაკეტი დააწესა, მოხდა პირველი პრეცედენტი-დასანქცირდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ( ნიდერლანდების) მოქალაქე და მისი კომპანია, რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობისათვის დაწესებულ შეზღუდვებს არღვევდა.


ირაკლი რუხაძეს ვერ დაიცავს ამერიკის მოქალაქეობა, ისევე როგორც მის უცხოელ პარტნიორებს ( მათ შორის ნიდერლანდელებს) “ლიბერთიში”, მეტალურგიაში, კავშირგაბმულობაში თუ სხვა სფეროში. რუხაძე უკვე მათთვის საფრთხე და ტოქსიკური ტვირთი გახდა. მისი დასანქცირება ასევე ივანიშვილის სულ მცირე, ერთი კომპანიის დასანქცირებას ნიშნავს, რომელსაც რუხაძესთან ერთად ფლობს ( ცემენტის ბიზნესი, “ჰაიდელბერგი” რომ გააგდეს ფაქტობრივად და მათ რომ იყიდეს). ივანიშვილ-რუხაძე სიამის ტყუპებივით არიან, ერთის დასანქცირება მეორისასაც იწვევს.


რუხაძის განცხადება, რომ თუ ვინმე მართლა ომის დაწყებას არ გვთხოვდა, მაშინ რაც ხელისუფლებამ გააკეთა სრული სიგიჟეაო, უკვე ზუსტი შეფასებაა ქოცის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის. მერე აღმოაჩენს ( ისედაც კარგად იცის), რომ ომის თემა გამოგონილი იყო და მისი მავნე ტელევიზიის მიერ ტირაჟირებული.


ივანიშვილი და მისი კლანი სანქციების შიშით ძრწის. ახლა მათ სჭირდებათ ისეთი პირი მთავრობაში, რომელიც კობახიძესავით ხელჩამოურთმეველი არ იქნება და ვინმე დაელაპარაკება. კობახიძის დღეები დათვლილია. ამაზე რუხაძის მიერ იმ შეხვედრიდან ამბის გამოტანაც მეტყველებს."- წერს რომან გოცირიძე.


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა რომ მისი არჩევა შეცდომა იყო. ამის შესახებ მან ირაკლი კობახიძესთან ბიზნესმენების შეხვედრისას განაცხადა.


"მე თუ მკითხავთ ბევრად უკეთესი იქნებოდა იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ და მხოლოდ კარგი გამიგია მასზე, რომ ის ფანტასტიკური კანდიდატია და იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს. ბედნიერები ვიქნებით ოთხი თუ ხუთი წლის შემდეგ რომ ეს კაცი იყო არჩეული.


შესაძლოა უფრო უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, განსაკუთრებით ისეთი ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე “ხალხის ძალა”, ესეც ვთქვი [შეხვედრაზე]. როცა ამხელა ეგზისტენციური საფრთხეების წინაშე ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებთ მმართველ პარტიას რას და როგორ აკეთებს", – განაცხადა ირაკლი რუხაძემ "იმედთან" საუბრისას.

0
229
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
229