x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139085
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512610
ლიანა ჯოჯუას მამა დააკავესო და სოციალურ ქსელებში ვნებათაღელვა არ ქრება

image
თბილისში დააკავეს საკმაოდ ცნობილი შერეული სტილით მებრძოლი, ქართველი ლიანა ჯოჯუას მამა, კრიმინალური ავტორიტეტი, იგივე გელა "ტბილისსკი", რომელსაც ბრალად ედება კრიმინალური, ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა და მისი ლიდერობა.
გელა ჯოჯუა თბილისშია დაბადებული "კანონიერი ქურდის" სტატუს ატარებს 29 წლის ასაკიდან და ამ დროის მანძილზე არაერთ ქართველ "კანონიერ ქურდთან" მოუვიდა კონფლიქტი, ორი მათგანი ასე ვთქვათ "ჩამოალაბორანტა" დანარჩენებთან კი ურთიერთობა კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრებზე მოაგვარა.
გელა "ტბილისსკი" თბილისში ცხოვრობდა შემდეგ კი საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში, 2015 წლიდან, მას შემდეგ რაც "კანონიერი ქურდების" შევიწროვება დაიწყეს საცხოვრებლად გადავიდა ოდესაში, მოგვიანებით კი ნიკოლაევში.
2016-2017 წლებში ცხოვრობდა კიევში, შემდგომი მისი ცხოვრების ადგილი უცნობია, მოგვიანებით 2020 წელს თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად.

ახლა კი, როგორც წერენ საქართველოში ცხოვრობდა, სააკაშვილის ინიციატივით მიღებული კანონით კი "კანონიერი ქურდის" ცხოვრება თავისუფლებაში საქართველოში აკრძალულია, თუ ის მძიმედ არაა ავად. გახსოვთ ალბათ სააკაშვილმა ასაკოვანი "კანონიერი ქურდი" ჯემალ შავლაძე, იგივე "ჩაი-ჩაი", რომ შეიწყალა მძიმე ავადმყოფობის გამო.

სხვა ვერსიით გელა ჯოჯუა შვილის სანახავად ჩამოვიდა და სწორედ მაშინ დააკავეს. საინტერესო ისაა სად გადმოკვეთა საზღვარი, თურქეთიდან შემოვიდა თუ ოკუპირებული აფხაზეთიდან.
"კანონიერი ქურდი" გელა "ტბილისსკი".

imageimage
თავის მხრივ ლიანამ გაავრცელა პოსტი, რომელსაც თუ დავუჯერებთ მამამისს ნარკოტიკები და იარაღი ჩაუდეს.



გურამ ქუთათელაძის პოსტი, სადაც ის ორად გაყოფილ საზოგადოებაზე წერს.



"ცნობილი და ფრთიანი გამოთქმა არსებობს: "ქურდი უნდა იჯდეს ციხეში".
მე არ ვიცი ჯოჯუას მამას ნარკოტიკები და იარაღი ედო თუ არა, უდანაშაულობის პრეზუმციასაც ვიცავ აპრიორი, მაგრამ სამართლებრივად ალოვნებს სრული უფლება ჰქონდათ დაეკავებინათ "კანონიერი ქურდი", როგორც ორგანიზებული, კრიმინალური ორგანიზაციის წევრი.

გელა ჯოჯუას დაკავების კადრები, სადაც ლიანას გაბრაზებული ხმა და აგრესია სახეზეა, ის შევიდა დახურულ ზონაში, რისთვისაც თავისუფლად შეეძლოთ მისი დაკავებაც.


0
217
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
217