კომუნიკაციები " შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც მათ სურთ"- ზრდასრულთა ვარსკვლავმა თავის გარეგნობა ხელოვნურ ინტელექტს მიყიდა გუშინ, 10:40 ზრდასრულთა ფილმების ვარსკვლავმა, 33 წლის ხლოი ამურმა განაცხადა, რომ მან თავისი გარეგნობა მიყიდა კომპანიას, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს, რათა გადატვირთული და მომთხოვნი სამუშაო შეიმსუბუქოს.
♡ მსახიობი ლას-ვეგასიდან წლების განმავლობაში მუშაობდა ზრდასრულთა კინო ინდუსტრიის უდიდეს სტუდიებთან, მაგრამ რადგან მისი დატვირთვა იზრდება, მან გადაწყვიტა, როდესაც მას არ ეცლება. გამოიყენოს ვირტუალური ალტერ- ეგო თაყვანისმცემლებთან ურთიერთობისთვის,
♡ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ გადატვირთული სამუშაოსგან გათავისუფლების საშუალებაა, არამედ ზრდასრულთა გართობის ინდუსტრიაში მზარდი ტენდენციის ნაწილია, სადაც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ონლაინ ჩართულობისთვის.
♡ ამურმა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას სიამოვნებს თაყვანისმცემლებთან ურთიერთობა, არის შემთხვევები, როდესაც ის ვერ ასრულებს მათ ყველა სურვილს.
♡ „როდესაც პირდაპირ ვუკავშირდები ჩემს თაყვანისმცემლებს, ხანდახან არის რაღაცეები, რაზეც მათ სურთ ჩემგან საუბარი, ან რაღაცეები, რომლებიც მათ ჩემგან უნდათ, რაც მე არ შემიძლია, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის წყალობით, რომელიც ჩემი ორეულია და რაღაც მხრივ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც მათ სურთ.... ♡ ყველაფერი საკმაოდ გამჭვირვალეა, რადგან მათ იციან, რომ ეს ხელოვნური ინტელექტია, ფიზიკურად მე არ ვარ იმ მოწყობილობის უკან, რომელიც მათთან ურთიერთობს და იციან, რაში იხდიან ფულს." მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ მას მიმართა თავისი ვირტუალური ორეულის შექმნის წინადადებით. ♡
გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მან კომპანიას მიაწოდა ფოტოები, ვიდეო და პერსონალური მონაცემები, რათა ხელოვნური ინტელექტის ვერსია მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო.
♡ ამური აღიარებს, რომ ხანდახან ხელოვნური ინტელექტი მაინც „საშინელი და გასაოცარია“, მაგრამ აფასებს, რადგან შესაძლებლობას აძლევს შეუმსუბუქოს სამუშაო.
♡ ”როდესაც გიწვევენ პორნოს გადასაღებად, თქვენ სრულიად იმ კომპანიაზე ხართ დამოკიდებულ”, - განმარტავს ის-გადასაღებ მოედანზე შეიძლება იყო ოთხი, ექვსი, რვა, ათი, თორმეტი საათის განმავლობაში, ვინ იცის?” ♡ ვირტუალური პერსონის გამოყენება საშუალებას აძლევს მას დაისვენოს და შემდეგ დასვენებულმა ონლაინ რეალურად დაუკავშირდეს ფანებს. თუმცა, ერთ რამეს მაინც ნანობს: "ადრე უნდა მივსულიყავი მათთან, რადგან უფრო დიდ ბონუსს მივიღებდი! 95 3-ს მოსწონს
|