x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
"თქვა ის რაც თქვა - იმედია, ხვდებით ეს რას ნიშნავს"- ვისზე საუბრობს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით სახელისუფლებო ტელეკომპანია "იმედის" მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"ირაკლი რუხაძე ჭკვიანი და ფრთხილი კაცია!


მისი ინტერვიუ არაა შემთხვევითი ემოცია!


თქვა ის რაც თქვა-გააზრებულად, ზუსტი აქცენტებით და პოზიციით ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ !


ჯერ დახურულ შეხვედრაზე, მერე საჯაროდ‼️


იმედია, ხვდებით ეს რას ნიშნავს‼️"– ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.



შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა რომ მისი არჩევა შეცდომა იყო. ამის შესახებ მან ირაკლი კობახიძესთან ბიზნესმენების შეხვედრისას განაცხადა.


"მე თუ მკითხავთ ბევრად უკეთესი იქნებოდა იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ და მხოლოდ კარგი გამიგია მასზე, რომ ის ფანტასტიკური კანდიდატია და იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს. ბედნიერები ვიქნებით ოთხი თუ ხუთი წლის შემდეგ რომ ეს კაცი იყო არჩეული.

შესაძლოა უფრო უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, განსაკუთრებით ისეთი ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე “ხალხის ძალა”, ესეც ვთქვი [შეხვედრაზე]. როცა ამხელა ეგზისტენციური საფრთხეების წინაშე ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებთ მმართველ პარტიას რას და როგორ აკეთებს", – განაცხადა ირაკლი რუხაძემ "იმედთან" საუბრისას.







0
529
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
529