x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139088
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
მეცნიერებმა კატების კიდევ ერთი შესაძლებლობა აღმოაჩინეს

იაპონელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა 31 შინაურმა კატამ (მათგან, 23 კატების კაფეში ცხოვრობდა) მიიღო. იმის შესამოწმებლად, ესმით, თუ არა კატებს კავშირი, «სურათსა» და «სიტყვას» შორის, თითოეულს მონიტორის წინ სვამდნენ და მოკლე, 9 წამიანი, ნახატ ფილმებს ურთავდნენ და პარალელურად, სურათების შესაბამის, სიტყვებს ასმენინებდნენ. კატების ქცევიდან გამომდინარე, გაირკვა, რომ ასეთი ასოციაციის დასამყარებლად, ვიდეოს და აუდიოს 2–ჯერ ჩართვა იყო საკმარისი.


image


ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე, იგივე ვიდეოზე, ცხოველებს შეცვლილი სიტყვები მოასმენინეს, უფრო სწორედ, შეუსაბამო სიტყვები. მაგ.: «ჩიტი» — «თევზი»–ით ჩაანაცვლეს, «თევზი» — «ჩიტით». კატები იქამდე უყურებდნენ ანიმაციას, ვიდრე არ მოსწყინდებოდათ და მეორე შემთხვევაში, თვალის კონტაქტი მონიტორთან, 50%-ით შემცირდა.

შესვენების შემდეგ, მკვლევარებმა ვიდეოები მათ კიდევ ოთხჯერ აჩვენეს. მაგრამ, ერთ ვიდეოში, სურათების ნახევარს, შეცვლილი სიტყვები ერთოდა, როგორც ეს ექსპერიმენტის II ეტაპზე იყო.

მეცნიერთა აზრით, კატებმა ხრიკი შენიშნეს. «ზოგიერთი კატა ეკრანს გაფართოებული გუგებითაც კი უყურებდა, როცა სურათს შეუსაბამო სახელი დაერქვა. სასაცილო იყო იმის ყურება, თუ რამდენად სერიოზულად მიიღეს მათ ეს ექსპერიმენტი», — აღნიშნა კვლევის თანაავტორმა საჰო ტაკაგომ.

ავტორების აზრით, კატებს შეუძლიათ გაიგონ სიტყვების მნიშვნელობა, ვარჯიშის, ან ჯილდოს გარეშე — ისევე როგორც, ამას 14 თვის ბავშვები აკეთებენ.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports გამოქვეყნდა. ხოლო, მისი მიზანი, როგორც აღვნიშნეთ, იმის გაგება იყო, მართლაც არიან, თუ არა, კატები იმისთვის «დაპროგრამებულნი», რომ ადამიანის საუბარი გაიგონ... კვლევის მსვლელობისას კი გაირკვა, რომ კატები სიტყვებს ასოციაციებით სწავლობენ — ისევე, როგორც ბავშვები სწავლობენ ენებს.


imageარხის სხვა სიახლეები:


* "ცრემლების ბილიკები" და მასობრივი მოწამვლა – საშინელი ფაქტები აშშ–ს ისტორიიდან (და ესენი, კიდევ ჩვენ გვმოძღვრავენ?!)

* წარმოუდგენელი აღმოჩენა ჩილეში

* ყველასთვის ნაცნობი და ამავდროულად, არაორდინალური (15 ფოტო)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0