საზოგადოება ტვ "პირველის" დაზიანებული და დამტვრეული ტექნიკა აქციების გაშუქების დროს გუშინ, 19:06 "ნეტა იცოდეთ რის ხარჯზე კეთდება ეს უწყვეტი ეთერები" - წერს ტვ პირველის ჟურნალისტი ნოდარ მელაძე და საზოგადოებას დამტვრეულ მიკროფონებსა და კამერებს უჩვენებს. "ხმა არ ისმის, ითიშება, ხრიალებს, გაწყდა, შავი ფონია, ვიდეო გაითიშა, არ ჩანს. ეს ფრაზები ყველაზე ხშირად ისმის. ნეტა იცოდეთ რის ხარჯზე კეთდება ეს უწყვეტი ეთერები. ეს ჩვენი აპარატურაა, ამით ვმუშაობთ. მერამდენე წრეზე რემონტდება და ვეღარც" - წერს ნოდარ მელაძე.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში ერთთვიანი უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს ახალი არჩევნების მოთხოვნით, უწყვეტი პირდაპირი ეთერით მაუწყებლობს ტვ "პირველი". ამ პროტესტების დროს მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული სამიზნეები გახდნენ სახელისუფლებო ძალების მხრიდან. დამიზნებით ურყმამდნენ და სცემდნენ მათ, მათ შორის პირდაპირ ეთერშიც კი. ასეთი ორი განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევა იყო ტვ "ფორმულას" ჟურნალისტ გურამ როგავასა და ტვ "პირველის" გადამღებ ჯგუფზე მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდასხმა. ისინი ლამის მოკლეს პირდაპირ ეთერში. დღემდე, არცერთ ჟურნალისტზე, არც ერთ ოპერატორზე თავდამსხმელი და დამნაშავე არა თუ არ დასჯილა, არც გამოვლენილა. 24 1-ს არ მოსწონს |