x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი დასახელდა(ვიდეო)
image

ოთხშაბათს სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, ყაზახეთში, ქალაქ აქტაუდან სამ კილომეტრში ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა.


სააგენტო Kazinform-ის ცნობით, Embraer 190 თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრი. წინასწარი მონაცემებით, აქედან 37 აზერბაიჯანის მოქალაქე იყო, 6 ყაზახეთის, 3 ყირგიზეთის 16 რუსეთის.

წინასწარი ინფორმაციით, გადარჩენილია 32 მგზავრი, აქედან 26 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათ შორის ორი ბავშვია- 11 და 16 წლის.


Embraer 190 თვითმფრინავმა (ნომერი J2-824) დღეს დილით კასპიის ზღვაზე ყოფნისას საგანგებო ავარიული სიგნალი გასცა. აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) ცნობით, მისი ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა ფრინველთა გუნდთან შეჯახება იყოს.


თვითმფრინავის მეთაურმა გადაწყვიტა წასულიყო ალტერნატიულ აეროდრომზე, რისთვისაც აირჩია აქტაუ . დაშვებისას თვითმფრინავი მიწას შეეჯახა, რის შემდეგაც დაიშალა და ცეცხლი გაუჩნდა. გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მძიმე დაშვებისას ბორტზე გაზის ბალონი აფეთქდა.

კატასტროფის ადგილზე 52 მაშველი და ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 11 ერთეული ტექნიკა მუშაობს. მომხდარის გარემოებები ზუსტდება. ყაზახეთის მთავრობამ ავიაკატასტროფის მიზეზების გამოსაკვლევად კომისია შექმნა.


ავარიის შემდეგ აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა სანკტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალური სამიტიდან ვიზიტი შეწყვიტა და სასწრაფოდ ბაქოში დაბრუნდა . სისხლის სამართლის საქმე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით არის აღძრული.


0
61
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0