სხვა იცოდით, რას აღნიშნავს ხილზე დაკრული სტიკერები? დღეს, 11:10 ბევრ ჩვენგანს შეუმჩნევია ხილზე დაკრული სტიკერები, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ეს გარდა ლოგოტიპისა, არის პროდუქტზე დატანილი კოდი, რომელიც მყიდველს გარკვეულ ონფორმაციაზე მიანიშნებს. ალბათ შეგინიშნავთ, თუმცა დაინტერესებულხართ, რატომ და რას აღნიშნავენ ისინი?
სტიკერები ძირითადად ისეთ ხილსა თუ ბოსტნეულს აქვს, რომლებიც იმპორტირებულია. სტიკერებზე განსხვავებულია კოდები და ამ კოდების რიცხვები ძირითადად 4 და 5-ია. მოდით, ვნახოთ რას განსაზღვრავს ისინი და რისი ცოდნა გვევალება ჩვენ. იცოდით, რას აღნიშნავს ხილზე დაკრული სტიკერები?1. თუ ხილის სტიკერზე აღნიშნული კოდი ოთხ ნიშნაა, რომელიც 3 ან 4 რიცხვზე იწყება, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი გაიზარდა სოფლის მეურნეობაში ინტენსიური მოვლის ქვეშ, რომელიც მოიცავს სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებას. 2. თუ ხილის სტიკერზე აღნიშნული კოდი ხუთნიშნაა, რომელიც რიცხვი 9-ით იწყება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გაიზარდა ჩვეულებრივი პირობებით, როგორც ეს ხდებოდა ათასობით წლის განმავლობაში და მას ჰქვია ორგანული მეთოდი. რაღა თქმა უნდა, ამ მეთოდში არ გამოიყენება პესტიციდები და სასუქი. 3. თუ ხილის სტიკერზე აღნიშნული კოდი ხუთნიშნაა, რომელიც იწყება რიცხვი 8-ით, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი გენმოდიფიცირებულია, რაც საყოველთაოდ ცნობილია როგორც GM. ახლა უკვე იცით აღნიშნული სტიკერების მიზეზები და ის, თუ რა პირობებში იქნა მოყვანილი კონკრეტული პროდუქტი და გაითვალისწინებთ ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას. 78 1-ს მოსწონს
|