x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139050
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
"ცოფიანმა ქაჯებმა ის პიროვნება აღმოაჩინეს, რომელიც თურმე სალომე ბაბოს ლაზერს ანათებდა!,"-გელა ზედელაშვილი

image

"ცოფიანი ქაჯები!

????
ჭუტლექსაანთ გოიმები გუშინ კახა კალაძეს ორბელიანების მოედანზე მიუხტნენ, საახალწლო სოფლის გახსნაზე ის ხალხი მიიყვანა, ვისაც სხვადასხვა ზონდერდავალებებისთვის იყენებსო... არიქა, მათ შორის არის ის პირონება, რომელიც პრეზიდენტს თავისუფლების მოედანზე ლაზერს ანათებდაო.
წარმოგიდგენიათ?
ცოფიანმა ქაჯებმა ის პიროვნება აღმოაჩინეს, რომელიც თურმე სალომე ბაბოს ლაზერს ანათებდა!
ჰოდა, რათ ანათებდა? ხომ არის ეს მიმნათებელი ბოროტმოქმედი “ტიტუშკა''? არ არის ზონდერი, რომელსაც კალაძე იყენებს? ისინი, რომლებიც პოლიციელებს “მოლოტოვებს'' ესროდნენ, რუსთაველის გამზირს ბუგავდნენ და პარლამენტის შენობას ლეწავდნენ, ციდან ჩამოფრენილი ანგელოზები არიან, ეს მიმნათებელი კიდე ჯალათია, უნდა დავიჭიროთ, უნდა გავასამართლოთ, უნდა დავხვრიტოთ, მა რაააა, მა სხვანაირად სამართალი რანაირად აღსრულდება?!
????
რამდენიმეს “ჩაავლეს'', ესენი კახა კალაძის “ტიტუშკები'' არიანო. მართალია, არ იცოდნენ, ვინ იყვნენ, შეიძლება ჩვეულებრივ გამვლელებიც იყვნენ, მაგრამ ხომ “ჩაავლეს''? აი, ეს არის მთავარი, ეს არის აღქმითი რეალობა, დანარჩენი მეასეხარისხოვანია!
სხვათა შორის, ჩვეულებრივი ცოფი ადვილად იკურნება, გაცოფიანებულს შრატის ნემსს დაარტამენ და მორჩა, აღარ არი საშიში. ეს ცოფი, რაც ჭუტლექსაანებს სჭირთ, არ იკურნება, თუ ჭუტა ავთომ ან მისმა გამოქლიავებულმა შვილმა დაგაინფიცირა, “ვსიო'', სამუდამოდ ხარ განწირული - უნდა ირბინო აღმა-დაღმა და იძახო: ჟჟჟჟჟუუუუურრრრრნალისტი ვააააარ, ნება იბოძეთ და შეკითხვებზე მიპასუხეეეეეთ!
ავთომ ამათ შთააგონა, თქვენ ჟჟჟჟჟუუუურრრრრნალისტები ხართ და ყველა ვალდებულია, გიპასუხოთო. არა, კაცო, ავთომ კი არა, შავმა ნოდარამ და კორეული წარმოების ინგამ შთააგონა. ავთო და მაგისი ბიჭი მარტო ინფიცირებაზე მუშაობენ.
რა სიმპტომები ახასიათებს ჭუტლექსიანურ დაავადებას? ამაზე კარგად აქვთ ნათქვამი ებრაელებს: შენი არ გაგეგებოდეს და სხვისი არ გესმოდეს!
გარდა იმისა, რომ შენი არ უნდა გაგეგებოდეს და სხვისი არ გესმოდეს, პირიდან დუჟი უნდა გადმოგდიოდეს, იღლიებიდან ოფლის სუნი გამოგდიოდეს და სხვის პირში მიკროფონის ჩაჩრა უნდა გეხერხებოდეს.
მართალია, ესენი ისეთი ჟურნალისტები არიან, როგორც მე ვარ ჩინეთის იმპერატორის დეიდაშვილი მამის მხრიდან, მაგრამ რასაც შავი ნოდარა ეუბნება, სჯერათ. მათ ისიც სჯერათ, რომ კერძო ტელეუბორნიაში მუშაობენ და მიუკერძოებლები არიან, თანაც თავისუფლები, თანაც ევროპიულები, პროამერიკულები.
რავი, აბა?
მიკროფონიან ევროპიელებს ტელევიზორში რომ ვუყურებ, პირიდან დუჟი არ გადმოსდით და არც იღლიებიდან ოფლის გამოჟონვისა ეტყობათ რამე. მეტიც, ისინი დაბანილ-დავარცხნილები არიან, ცოტაოდენ ასაკოვანნიც არიან, მცოდნეებად გამოიყურებიან და ეგრე არ იწევენ პირდაპირ თვალებში, კისრებსა და ლაჯებში.
????
ვიცი, ახლა მკითხავთ: ამათ ეშველებათ რამეო?
როგორც ჭუტას, ხაზარაძეს, ბადრიას, გოგიევიჩს, შარვალჩახდილ ზურაბას, ჭიჭიკოს, შავნოდარას, ინგას და მათნაირ თაღლითებს ეშველებათ, ისე ეშველებათ ამათაც.
თუ ღმერთი გწამთ, თაღლითებსა და მათ მიერ გამოჩეკილ ცოფიან ქაჯებს რა უნდა ეშველოთ? წასულია ამათი საქმე!"-წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი გელა ზედელაშვილი.
0
269
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0