საზოგადოება
"სამარცხვინო ხალხი ხართ, რომ დაგიმტკიცოთ, შიშით ჩასვრილები რომ ხართ, მერე რას შვებით?!"-ვის მიმართავს ინგა გრიგოლია
დღეს, 9:54
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ასპრია ფიტნესში" 100-მდე ნიღბიანის შეჭრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფიტნეს კლუბის ადმინისტრაციას, რომელიც აღნიშნულ ფაქტს უარყოფს სამარცხვინოს უწოდებს:
"იცით რა მოხდა დღეს ამაზრზენი?
"Aspria Fitness" -მა რომ იცის, რამდენი თვითმხილველი ესწრებოდა ნიღბიანების შევარდნას კლუბში და ამის მიუხედავად, Nanuka Kajaia-ს რომ უმტკიცებდნენ, არაფერი მომხდარა და კამერებიც გათიშული გვაქვს, ვერაფერს გაჩვენებთო
სამარცხვინო ხალხი ხართ თქვენ, ვინც ამტკიცებთ, რომ არაფერი მომხდარა დღეს საღამოს !
რომ დაგიმტკიცოთ, მატყუარები და ხარებას ნიღბიანი ბიჭების შიშით ჩასვრილები რომ ხართ, მერე რას შვებით?!
არ იაროთ, ხალხო, ამ სამარცხვინო ფიტნეს კლუბში, სადაც შუა ვარჯიშისას ნიღბიანი სირები შემოგივარდებიან და მერე კლუბი იტყვის, არაფერი მომხდარა, მედია იგონებსო
აი, ამათ მართლა ბოიკოტი გამოუცხადეთ!
ზუსტად 90-იანი წლების “ბეზპრიძელია “ ქვეყანაში
გამოყარეს ქუჩაში ყველა არამზადა და მოძალადე!!!
კადიროვშინა
ბიზნესი თავისუფალია არა? !!!
მეტი თქვენი…………!
ხარებას ბიჭების შიშით ჩაჯმული ფიტნეს-კლუბი, სიმართლის თქმის რომ ეშინია" - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საღამოს დინამო არენაში მდებარე"ასპრია ფიტნესში" 100-მდე ნიღბიანი შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია "TV პირველმა" გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გიორგი შინჯიკაშვილის მოადგილეს, გიორგი უბილავას ეძებდნენ. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებსაც. ცნობილი ხდება, რომ მათ შენობაში ყველაფერი დაამტვრიეს. კლუბი მომხდარს მედიასთან უარჰყოფს. დაცვის სამსახური კი აცხადებს რომ ყველა სათვალთვალო კამერა, რაც აქვთ, უკვე თვეზე მეტია უფუნქციოა.