ქალი და მამაკაცი ავსტრალიელ ტყუპ მოდელებს სურთ ერთი საერთო საყვარელი ჰყავდეთ გუშინ, 15:18
გოგოებმა თქვეს, რომ ოცნებობენ იპოვონ ერთი ბიჭი ორივესთვის.
ტყუპმა დებმა ამელია და აპრილ მედისონმა ავსტრალიიდან, რომლებიც პოპულარული მხოლოდ OnlyFans პლატფორმის წყალობით გახდნენ, ღიად ისაუბრეს თავიანთ უჩვეულო სურვილზე - ისინი ოცნებობენ იპოვონ ერთი საერთო ბოიფრენდი. ამის შესახებ გოგონებმა YouTube არხ Love Don't Judge-თან ინტერვიუში ისაუბრეს. დების თქმით, მათი მოგზაურობა ზრდასრულთა კონტენტის ინდუსტრიაში დაიწყო ბარის კლიენტების რჩევის შემდეგ, სადაც ისინი მოცეკვავეებად მუშაობდნენ. დღეს, OnlyFans-ზე, ტყუპები ერთად აქვეყნებენ შიშველ სურათებს, თუმცა პორნო ვიდეორგოლებს ცალ-ცალკე იღებენ. თავიდან ახალმა აქტივობამ ახლობლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ოჯახი ამ ამბავს სიფრთხილით შეხვდა, ზოგიერთმა მეგობარმა კი მათთან ურთიერთობა მთლიანად შეწყვიტა. თუმცა, როგორც ამელიამ და ეიპრილმა აღნიშნეს, დამოკიდებულება შეიცვალა, როდესაც ახლობლებმა შეიტყვეს მათი შემოსავლის შესახებ. პოპულარობის პიკზე გოგონები წელიწადში სამ მილიონ დოლარს შოულობდნენ. ყველაფრის ერთად კეთებას მიჩვეულმა დებმა გადაწყვიტეს, რომ ახლა პაემნებიც ერთობლივი ჰქონდეთ მათ მონაწილეობა მიიღეს შოუში, სადაც შეხვდნენ მამაკაცს, სახელად მიჩს. ამელიასა და ეიპრილის თქმით, მათი იდეალური ურთიერთობა ბოიფრენდთან ერთად ცხოვრებას გულისხმობს, სადაც ის დებთან ღამე მორიგეობით დაიძინებს, დანარჩენ დროს კი სამივე ერთად გაატარებს - რესტორნებში, მაღაზიებში და მოგზაურობის დროს. მათთან ბრმა შეხვედრის შემდეგ, მიჩი გაოცებული დარჩა უჩვეულო სიტუაციით, მაგრამ გაგებით მოეკიდა გოგოების ახსნა-განმარტებებს. ორიოდე თვის წინ ტყუპმა დებმა უარი თქვეს დუბაიდან ბიზნესმენთან 5 დღიან მიწვევაზე, რა დროსაც მამაკაცი დღეში 100 000 დოლარის გადახდას ჰპირდებოდა.(მიყევი ბმულს) რამდენიმე წლის წინ ვწერდით ამერიკელ ტყუპ დებზე ემი და ბეკი გლასზე (Amy and Becky Glass) რომლებიც ბოლო 15 წლის მანძილზე ერთხელაც არ დაშორებულან ერთმანეთს ნახევარ საათზე მეტი. განუყრელ დებს ლოს-ანჯელესიდან ერთი საერთო გვერდი აქვთ Facebook-ზე, ერთი მობილურის ნომერი, საერთო საყვარელი და ცხოვრობენ ერთ სახლში. დები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ისინი ვერ განასხვაონ, იცმევენ ერთნაირ კაბებს, იკეთებენ იდნეტურ მაკიაჟს...ბიზნესიც კი საერთო აქვთ, რომელსაც სახლიდან ხელმძღვანელობენ. ასევე ავსტრალიელ ანა და ლუსი დეკინკზე, რომლებიც ქალაქ პერტადან არიან "ყველაზე იდენტურ ტყუპებად " ითვლებიან ავსტრალიაში და საერთო საყვარელი ჰყავთ, რომლისგანაც ორივე დას შვილის გაჩენა ჰქონდათ გადაწყვეტილი. 278 1-ს მოსწონს
|