სხვა იცოდით, ვინ არ აღნიშნავს 1 იანვარს ახალ წელს? 14 იანვარი, 12:12 ახალი წლის დადგომას დიდი თუ პატარა რიგი სამზადისით ელოდება- ნაძვის ხე, მანათობლები, მაშხალები, ფეიერვერკები, უამრავი ტკბილეული, გოჭი, საცივი, გოზინაყი, ჩურჩხელები და ა.შ. ეს ყველაფერი ახალი წლის დღესასწაულისთვის მახასიათებელი კომპონენტებია და ვინ ქუჩაში ხვდება მას შესაბამისი გართობით, ვინ ოჯახში აგრძელებს მეკვლის ტრადიციას, თუმცა გაგიკვირდებათ და არსებობს ქვეყნები, სადაც ახალი წლის ტრადიციული ზეიმი 1 იანვარს არ აღინიშნება და მათთვის ეს და მომდევნო დღეები, არსებული- ჩვეული რიტმით, ძილითა თუ სამსახურით ჩაივლის ხოლმე.
![]() იცოდით, ვინ არ აღნიშნავს 1 იანვარს ახალ წელს?1. საუდის არაბეთი. ![]() 2. ირანი. ![]() 3. ინდოეთი. ![]() ინდოეთში მრავალი მულტიკულტურული ფესტივალი არსებობს. თუმცა არც ამ დღეებში იკეტება დაწესებულებები, ხოლო ხალხის მასის ნახვა თუ მოუნდება ვინმეს, სწორედ ამ დღესასწაულს უნდა მიაშუროს. რაც შეეხება ახალ წელს, იგი რა თქმა უნდა 1 იანვარს არ აღინიშნება. გარდა ამისა, ინდოეთის სუბკონტინენტს აქვს რამდენიმე ვარიანტი ახალ წელთან დაკავშირებული. ეროვნული კალენდრის მიხედვით ახალი წელი იქ 22 მარტს იწყება და მახარაშტრაში ამ დღესასწაულს ეძახიან "გუდი პადვას", ხოლო ანდხრა პრადეშში კი "უგადი"-ს; კერალში აღნიშნავენ 13 აპრილს და მას უწოდებენ "ვიშუ"-ს; სამხრეთ ინდოეთში კი შემოდგომით აღნიშნავენ "დივაპალის", რაც სწორედ რომ "ახალ წელს" ნიშნავს. 4. ისრაელი. ![]() ისრაელში 1 იანვარი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, როგორც დანარჩენი, თუ რა თქმა უნდა ის შაბათს არ დაემთხვა (შაბათი ებრაელების წმინდა დღეა). ახალ წელს კი აღნიშნავენ შემოდგომით (სექტემბერ-ოქტომბერში) სავსე მთვარის თიშრის დღეს და ამ დღესასწაულს უწოდებენ როშ ჰაშანას. დღესასწაული გრძელდება 2 დღე და შთამბეჭდავია თავისი ტრადიციებითა და რიტუალებით. თუმცა მაინც გავს ჩვენს ახალ წელს იმით, რომ ხალხის განსაზღვრული ნაწილი ხვდება ქუჩაში გართობით, უმეტესი კი ოჯახსა და მეგობრებთან ერთად. 5. ჩინეთი. ![]() ჩინეთში 1 იანვარი საკმაოდ ჩვეულებრივად ჩაივლის ხოლმე. დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომლებსაც დღევანდელი ტრადიცია სწამთ და მისდევენ, ახდენენ ექსპორტს ხელოვნური ნაძვისხეების, თოვლის პაპების, სათამაშოების, შაშხანების, მოსართავი ნივთების, თოჯინების და სხვათას. ამ ყველაფერს კი აკეთებენ უფრო შობის დღესასწაულისთვის და არა ახალი წლისათვის. ჩვენგან განსხვავებით, ჩინეთში ახალ წელს ზეიმობენ არა კალენდრის, არამედ მთვარის მიხედვით და მათ იგი მე–20 საუკუნეში იზეიმეს 1949 წლის 27 სექტემბერს. 94 4-ს მოსწონს
|