x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139022
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512590
"მალავს იმ ფაქტს, რომ......."- რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე

image


"ეროვნული ბანკის" ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც საბანკო სისტემაში მიმდინარე "ანომალიური" მოვლენის შესახებ წერს. გოცირიძის თქმით, "ეროვნული ბანკი" "ქართუ ბანკის" ბროკერად იქცა. მისივე თქმით, ის მალავს ფაქტს, რომ ნოემბრის თვეში მისგან ივანიშვილმა 44 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა:


"ეროვნული ბანკი “ქართუბანკის” ბროკერად იქცა. იგი მალავს იმ ფაქტს, რომ ნოემბრის თვეში მისგან ივანიშვულმა იყიდა 44 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო. რატომ არ იყიდა ივანიშვილმა ( მისმა ბანკმა) ოქრო პირდაპირ საერთაშორისო ბაზარზე და რაში დასჭირდა შუამავლად ეროვნული ბანკი?

იმიტომ, რომ ეს ოქრო სპეციალურად მისთვის შეიძინა ეროვნულმა ბანკმა, ჩამოტანილია თბილისში, ინახება ეროვნული ბანკის საცავში და დაზღვეულია დაყადაღებისაგან.


ეროვნულ ბანკს ივანიშვილი მოსალოდნელი სანქციებისაგან გაქცევის ერთ-ერთ საშუალებად განიხილავს.თუ ასე გააგრძელეს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ( საბჭოს წევრები) შეიძლება დასასანქცირებელთა სიაში აღმოჩნდეს."- ვკითხულობთ რომან გოცირიძის პოსტში.









0
226
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
226