საქართველო
"ასეთი რამ პირველად არ ხდება ამ ბოლო პერიოდში, ვაი თქვენს პატრონს"- რას წერს ირინა სარიშვილი
გუშინ, 9:04
ყოფილი პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იმ შემთხვევის შესახებ წერს, რომელიც მასა და მის მეგობარს ერთ - ერთ კაფეში შეემთხვათ:
"დღეს, სანამ ბავშვებს ველოდებოდი სკოლაში, ღია კაფეში ვისხედით მე და ჩემი მეგობარი და ვსაუბრობდით რა თქმა უნდა ბოლოდროინდელ მოვლენებზე. სრულიად უტიფრად მეორე მაგიდაზე ჩვენსკენ ზურგით დასკუპდა ტიპი, ახლოს მოაჩოჩა სკამი, მოიმარჯვა ტელეფონი და გვიღებდა სანამ ვსაუბრობდით. როცა მოვრჩით, ისიც ადგა და წავიდა. ასეთი რამ პირველად არ ხდება ამ ბოლო პერიოდში.
ვაი თქვენს პატრონს" - ვკითხულობთ ირინა სარიშვილის პოსტში.