საზოგადოება როგორ განმუხტა სიტუაცია ალუდა ქეთელაურმა ქორწილში დღეს, 16:12 "ერთხელ ქორწილი იყო მთაში, ხევსურის და ფშაველის... უკვე შეღამებული იყო და მექორწილენიც ყველა თავისთვის მიყუჩებულიყო, თუმცა ქორწილი გრძელდებოდა. უცებ ალუდა მოვიდა, როგორც სჩვეოდა ცხენით და თავისი განუყრელი ბალალაიკით. ჩამოხტა, ნაცნობებს მიესალმა, ერთ-ერთ სუფრასთან კუთხეში დაჯდა და სიმღერა დაიწყო... ზუსტად ერთ წამში, როგორც კი ხალხმა მისი ხმა გაიგო, წამოიშალნენ და მის წინ დიდი წრე გაკეთდა. ყველა გამოცოცხლდა და ალუდას სიმღერით ტკბებოდა. მაგრამ გაგიგიათ ქორწილი აყალმაყალის და ჩხუბის გარეშე? არც ეს ყოფილა გამონაკლისი.
მოულოდნელად, მეორე მხარეს ხმაური, ყვირილი ატყდა, შეურაცხყოფა და გაწევ-გამოწევა. ერთი განსაკუთრებით აქტიურობდა. ამ ყვირილზე ალუდა წამოიჭრა და იმ ბიჭს უყვირა:-იცი რას გიზავ ბიჭო? -რას მიზავო-? - შეეპასუხა გაბრაზებული. -არა, იცი რას გიზავ? გაუმეორა ალუდამ . -რას მიზავ? -რას გიზავ და გულში ჩაგიხუტებ და ჩაგკოცნი. _ უპასუხა ალუდამ.
ამის თქმა უნდა და სიტუაცია ეგრევე განიმუხტა, ყველა ერთმანეთს გადაეხვია. ალუდამ ისევ სიმღერა განაგრძო და ქორწილი დილამდე გაგრძელდა.'-
160 შეფასება არ არის
|