პოლიტიკა პუტინმა აშშ-სთან შესაძლო ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა 2024, 22 დეკემბერი, 14:23
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არასოდეს დაუკარგავს აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, " სურვილის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება შესაძლებელია რომ მოხდეს". პუტინმა აშშ-ს და რუსეთს შორის ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების შესახებ სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის ეთერში ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ისაუბრა. ამასთან, რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვს ეს სურვილი არასოდეს დაუკარგავს. უფრო მეტიც, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე დაამყარებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასევე უპასუხა კითხვას, მიმდინარეობს თუ არა მესამე მსოფლიო ომი. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ საფრთხეები ბევრია და თანდათანობით იზრდება. თუმცა, პუტინმა მოუწოდა, არავინ შეშინდეს . „ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს დღესდღეობით ჩვენი მტერი . ის ამძაფრებს სიტუაციას. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ნებისმიერ გამოწვევას“, - დასძინა პრეზიდენტმა. ამასობაში, აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპმი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმამ კურსკის ოლქმა დააახლოვა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ დღეს გლობალური კონფლიქტი "უფრო ახლოა, ვიდრე ოდესმე". "ნახეთ რა ხდება უკრაინაში. ისინი რუსეთში შეიჭრნენ. იქნება მესამე მსოფლიო ომი“, - ციტირებს ტრამპის სიტყვებს გამოცემა Independent-ი. 89 2-ს მოსწონს
|