x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რას ამბობდა დავით ყიფიანი ვლადიმერ გუცაევზე
image

დავით ყიფიანი 1981 წელს წერდა:


"დარწმუნებული ვარ ბოლო 10 წლის მანძილზე არ გყვავდა გუცაევზე უფრო ნიჭიერი ფეხბურთელი.მისი ბუნებრივი მონაცემების მიხედვით, ხაზს ვუსმევ ამას, პირველ ადგილზე ვაყენებ.

გიცაევის კოლოსალური დამსახურებაა ის რომ ჩვენ უეფას თასების თასი მოვიგეთ.ის რომ გატანილი გოლის გარეშე არ მიდიოდა თამაშიდან ეს ფორვარდის ძვირფასი თვისებაა.ვოვას გატანილი აქვს გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი გოლები.გუცაევს აქვს ჩქაროსნული დრიბლინგი, მოწინააღმდეგის მცველებს მისი შეჩერების არანაირი შანსი არა აქვთ.მიუკერძოებელი ვარ ვოვა გუცაევის თამაშის შეფასების დროს.ეს კი რთულია რადგან ჩვენ ძმაკაცები ვართ.მასთან ძმაკაცობა ძალიან სასიამოვნოა რადგან ვოვა კეთილი და მხიარული ადამიანია.ჩემი აზრით ეს თვისებები მის თამაშშიც იკითხება, მის თამაშში რომელიც მოგვწონს ჩვენ, მის პარტნიორებს და ასე უყვარს ყველა ქომაგს"



21 დეკემბერი ვოვა გუცაევის დაბადების დღეა, ლეგენდარულ ფეხბურთელს 72 წელი შეუსრულდა.


გუცაევი საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.


სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების აზრით, საქართველოში, ისევე როგორც, ყოფილ საბჭოთა კავშირში ითვლება გამორჩეულად თვითმყოფად ფეხბურთელად, რომელსაც თავისი ინდივიდუალური მონაცემების წყალობით მარტოს შეეძლო გაერღვია მეტოქეთა დაცვის ხაზი და თავადვე დაეგვირგვინებინა წამოწყებული შეტევა. გამოირჩეოდა სასტარტო სისწრაფითა და თავბრუდამხვევი დრიბლინგით. მეტოქის საჯარიმო მოედანზე მასთან ორთაბრძოლა ხშირად მთავრდებოდა თერთმეტმეტრიანი საჯარიმოს დანიშვნით — იმდენად რთული იყო მისთვის ბურთის ართმევა წესების დარღვევის გარეშე.

image

0
407
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0