საზოგადოება „პუტჩისტების მაქებარი ლანა ღოღობერიძე გვასწავლის თავისუფლებას? ისევ პუტჩი სურთ!“ - გიორგი გამსახურდია 22 დეკემბერი, 14:10
.
გიორგი გამსახურდია დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი არეულობის შესახებ X-ზე წერს.
.
გიორგი გამსახურდია ლანა ღოღობერიძეს მიმართავს: პუტჩისტების მაქებარი სალომეს დაქალი, როგორ "გვასწავლის" თავისუფლების განმარტებას? 33 წელი გავიდა და ისევ პუტჩი სურთ! . გამსახურდიას ინფორმაციით, დღეს დაგეგმილ აქციაზე „მავნებელი ქალის [სალომე ზურაბიშვილის] თაოსნობით არეულობას აპირებენ“. გამსახურდია წერს, რომ ვერაფერს არევენ, არაფერი გამოუვათ. . "როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, ხვალ პუტჩისტების სულიერი და ხორციელი მემკვიდრეები, პუტჩის "გამპრავებელი" მავნებელი ქალის თაოსნობით, არეულობას აპირებენო. ალბათ დამკვეთებმაც უთხრეს 22 რიცხვი და თვითონაც მოაწვათ ნოსტალგია, მათ მოერ შექმნილ ბნელ წარსულზე. ვერ არევთ, არ გამოგივათ!“- წერს გამსახურდია. . გიორგი გამსახურდია, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს, რომელშიც მან "ქართული ოცნების" მიერ "ტოტალურად რუსულ რეჟიმზე გადაყვანაზე" ისაუბრა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, შეხვედრის მზაობა გამოთქვა. . "რუსულ რეჟიმზეო, იძახის ქალი, რომლის განცხადებული მეტრი დიპლომატიაში არის ლავროვი. მეორე კიდევ, მზად ვარ შევხვდეო, თან ულტიმატუმნარევი ტონით. ჩაამთავრე რა ეს დღეები მშვიდობიანად და წადი, ქალო, სახლში. იქნებ, რაიმე დოზით სახე შეინარჩუნო. შეხვედრები კიდევ შენ ამფსონებთან გამართე ნაცმოძიდან", - წერს გამსახურდია X-ზე. . * * * „ქოცებო! ეხლა ჩამოვედი ამერიკდან და ცუდი ამბავი ჩამოგიტანეთ“ - პაატა ბურჭულაძე. ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, სააკაშვილის მხარდამჭერი, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში მოქმედ ხელისუფლებას კრიტიკულად მიმართავს. , პაატა ბურჭულაძე: “გომელაური, ეს სიმპატიური და ხალხისთვის მისაღები ადამიანი, თვალსა და ხელს შორის ჩამოყალიბდა თანამედროეობის სასტიკ ჯალათად, რომელმაც დაასახიჩრა და დააპატიმრა საქართველოს ასობით პატრიოტი მოქალაქე. ასე იცის ივანიშვილის დამონებამ. მზად იყავით დანარჩენებიც! ბიძინა ყველას შეგახოცავთ ხელს! საზვარგარეთის სანქციები არაფრად მოგეჩვენებათ იმ სანქციასთან შედარებით, რასაც ქართველი ხალხი გიმზადებთ!!! . P.S. ქოცებო!ეხლა ჩამოვედი ამერიკდან და ცუდი ამბავი ჩამოგიტანეთ: ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს ხალხს დაუდგება გვერთით და არა თქვენ, როგორც ბიძინა გეუბნებათ. ასე, რომ 20 იანვრამდე ატყუეთ თქვენი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები და მერე მათაც აეხილებათ თვალები. -- წერს პაატა ბურჭულაძე. . ტრამპის შესაძლო განაცებაზე საუბრობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც. .
“ტრამპის განაცებამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა…” - აღნიშნავს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.'
.
უფლებადამცვლელი ნანა კაკაბაძე საპროტესტო აქციებს აშარჟებს და თავისეულ სიას აქვეყნებს:
“თბილისი – მარშების ქალაქი
მეგობრებო, ოპოზიციამ მიზნად დაისახა მოაწყოს მარშების ერთთვიური და სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად შედგენილ იქნა სხვადასხვა კატეგორიის, ჯგუფების და სოციალური ინტერესების ადამიანებისაგან შემდგარი საპროტესტო ყოველდღიური მარშების გრაფიკი, რომელიც ასე გამოიყურება:
.
2024 წელი:
17 დეკემბერი- დემენცია გადატანილების მარში
18 დეკემბერი – ყოფილი პრეზიდენტების მარში
19 დეკემბერი – მიშას ცოლების მარში
20 დეკემბერი – მიშას მასაჟისტების მარში
21 დეკემბერი – “შუბლისძარღვგაწყვეტილთა” გნიასი მარშით
22 დეკემბერი – სიძე-სიდედრების მარში
23 დეკემბერი – “მჩხიბავების” მარში
24 დეკემბერი- “მარკშეიდერების” მარში
25 დეკემბერი- “ომამდე ტანკისტების” მარში
26 დეკემბერი – დეიდაშვილ-მამიდაშვილ-ბიძაშვილების მარში
27 დეკემბერი – “შარვალჩახდილების” მარში
28 დეკემბერი – რძალ-დედამთილების მარში
29 დეკემბერი – სიძეებზე გაბრაზებული სიდედრების მარში
30 დეკემბერი – რძლებზე გაბრაზებული დედამთილების მარში
31 დეკემბერი – “ვინც დედამ დაწყევლათა” მარში
2025 წელი:
1 იანვარი – ღამენათევების მარში
2 იანვარი – პახმელიაზე მყოფების მარში
3 იანვარი გათხოვილი კაცების მარში
4 იანვარი – ქვრივების მარში
5 იანვარი- გასათხოვარი კაცების მარში
6 იანვარი – ბერბიჭების მარში
7 იანვარი – ნაძვისხის ანთების მოწინააღმდეგეების მარში
8 იანვარი – ძველი ბიჭების მარში
9 იანვარი – ბიძია ბაბუების მარში
10 იანვარი – “ნიადერტანელების” მარში
11 იანვარი – მესაფლავეების მარში
12 იანვარი – ტყუპი ძმების მარში
13 იანვარი – მრავალშვილიანების მარში
14 იანვარი – უშვილოების მარში
15 იანვარი – გინეკოლოგების მარში
16 იანვარი – გვარგადაკეთებული პატრიოტების მარში
17 იანვარი – მჩხიბავ-მკითხავების მარში
18 იანვარი – ილუზიონისტების მარში
19 იანვარი – მესაქონლეების მარში
20 იანვარი – ლუდის მოყვარუთა მარში
21 იანვარი – სასოწარკვეთილებისგან გამოქლიავებულების მარში
აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს საქართველოში უკვე 21 იანვარი იქნება და ბოლო მარში თბილისში ამ დღეს ჩატარდება. ამის შემდეგ ოპოზიცია გადაწყვეტს, გააგრძელოს მარშები თუ პროტესტის სხვა ფორმებს მიმართოს.”
318 2-ს მოსწონს
|