x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512641
"შენ ხარ #ლექალა" - რატომ დაუპირისპირდა დიანა ტრაპაიძე ქეთი დევდარიანს

image


ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე სცენარისტ, ქეთი დევდარიანს მისსა და ივანიშვილს შორის ინტერვიუს მისეული ინტერპრეტაციის გამო დაუპირისპირდა. ცნობისთვის, ქეთი დევდარიანმა 2025 წლის 13 დეკემბრით დათარიღებული ბიძინა ივანიშვილისა და დიანა ტრაპაიძის "ინტერვიუს" ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რომელსაც მალევე პოსტის ადრესატი გამოეხმაურა და მოდელირებული ინტერვიუს ავტორს "#ლექალა" უწოდა. ჟურნალისტსა და სცენარისტს შორის "განხეთქილების ვაშლად" ქცეულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"ბიძინე (ბატონის გარეშე) ივანიშვილი. 2025 წლის 13 დეკემბერი. ინტერვიუ დიანა ტრაპაიძესთან


ბ.ი. – მე მთელი ეს წლები, სწორედ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება მინდოდა, ამიტომ სპეციალურად უშლიდნენ ჩემი დავალებით ეს ქოცები.. გარეწრები… ხელს, ნერვებს, ცხოვრებას, მომავალს.. რომ ეს სამოქალაქო საზოგადოება შემდგარიყო. ესეც ტრიუკი იყო.. ჩემი ჩანაფიქრი.. სხვათაშორის, ამ ტრიუკზე ბევრი წამოეგო (იცინის)


დ.ტ. – ანუ, სპეციალურად უჩეხავდით თავს ადამიანებს, რომ გაჭირვება დაგენახებინათ, რომ ერთგვარად მათ გაქცევა ეჩვენებინათ


ბ.ი. – დიახ, ეს იყო ტრიუკი. მე ჩამოვაყალიბე ქართველი ხალხის ძლიერი ნება, მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ აქ არავის არ გაუვა რუსული ნარატივები და დისკურსები.


დ.ტ. – მადლობა, მადლობა, გემშვიდობებით.. ეს იყო ყოფილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი.." – წერს ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში.



დიანა ტრაპაიძის კომენტარი:


image





0
161
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
161