x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135746
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ნიკოლ კიდმანი მონაკოს პრინცესას როლში
მონაკოს ცნობილი პრინცესას გრეის კელის როლის თამაშს ნიკოლ კიდმანი ჯერ კიდევ აპრილში დათანხმდა.

image

მშვენიერი ამერიკელი მსახიობი გრეის კელი 1929 წლის 12 ნომბერს, ფილადელფიაში დაიბადა. გრეისმა კარიერა ოცი წლის ასაკში დაიწყო და მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე მოახერხა შეექმნა უკვდავი კინო-გმირები, მას მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და აკადემიის ჯილდო ოსკარი ფილმისათვის “სოფლელი გოგონები”.

გრეისი რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკის მუზა გახლდათ.

შემდეგ მსახიობი კანის ფესტივალზეც მიიწვიეს. სწორედ იქ
შეიცვალა მთელი მისი ცხოვრება. კანში გრეისი შეხვდა მონაკოს პრინცს, რენიე მესამეს. პრინცი მოიხიბლა ლამაზმანის მოკრძალებული და სადა მანერებით. ის განცვიფრებას ვერ მალავდა – ასეთი უპრეტენზიო და უშუალო კინოვარსკვლავი
მეორე არსად მინახავსო. მათ შესაძლო რომანს კელის მშობლებმაც მწვანე შუქი აუნთეს და შედეგად, საშობაოდ პრინცი თავად ეახლა გრეისს ამერიკაში ხელის სათხოვნელად.


ჯვრისწერისთანავე ჰოლივუდის ლამაზმანი ოფიციალურად გახდა მონაკოს პრინცესა.

გრეის კელის ცხოვრების ისტორია იმდენად დრამატული და ზღაპრულია, რომ ჰოლივუდელ სცენარისტებს მასზე წერა უჭირთ. ის ეკრანზე სულ 6 წელი იყო, მაგრამ ამ მოკლე დროშიც კი თავისი სილამაზითა და მსახიობური ნიჭით ყველა მოაჯადოვა.

ამის მიუხედავად ფილმის, რომლის სამუშაო სახელწოდება გახლავთ Grace of Monaco, გადაღება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს საფრანგეთში. როგორც ფოტოებიდან ჩანს სტილისტებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას-პალტო, სათვალეები და თავსაფარი ზუსტად შეესაბამება ლეგენდარული გრეისის გარდერობს.

თუმცა გარდერობი და გარეგნული მსგავსება მხოლოდ სანახევრო წარმატებაა. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა ნიკოლ კიდმანის სუსტ მხრებზე და მის სამსახიობო ნიჭზეა. საკმაოდ რთულია მონაკოს სახალხო პრინცესას, ჰოლივუდის მსახიობის, უბრალოდ ლამაზი ქალის როლის შესრულება, რომელმაც ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე ავტოავარიაში, რომლის მიზეზი დღემდე გარკვეული არ არის.

image
image

image

image



0
155
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0